"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა ჯგუფი "სტრეტფორდ ენდ ფლეგსი" (SEF) აცხადებს, რომ მომდევნო კვირას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაზე, რომელიც პსვ-ს წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარდება, ჯორჯ ბესტის მემორიალურ ბანერს მსოფლიოს აჩვენებს.
ოთხშაბათის მატჩი ბესტის გარდაცვალებიდან 10 წლისთავს ემთხვევა და "სტრენფორდ ენდი" ამ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს.
ბესტის ბანერზე ეწერება: "Georgie... Simply The Best" და დართული იქნება ჩრდილოირლანდიელის ორი ფოტოსურათი.
SEF აცხადებს: "დიზაინი დაფუძნებულია ორიგინალ ბანერზე, რომელიც 2005 წელს გავაკეთეთ, მაგრამ ამჯერად ჯორჯის ორი ფოტოსურათი იქნება "იუნაიტედის" მაისურით".
"წითელი ეშმაკების" ფეხბურთელთა შორის, ალბათ, ყველაზე ნიჭიერმა მოთამაშემ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული "იუნაიტედთან" ერთად ორჯერ მოიგო და 1968 წლის ევროპის თასის ფინალში "უემბლიზე" "ბენფიკას" გამარჯვების გოლიც გაუტანა.
"ოლდ ტრაფორდზე" მისი ხსოვნა სამუდამოდ ცოცხალია "სამების" ძეგლის წყალობით, რომელიც ბესტსა და მის ორ ყოფილ თანაგუნდელ დენის ლოუსა და ბობი ჩარლტონს ეძღვნება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.