"ვესტ ბრომვიჩი", "სტოკ სიტი" და "ვესტ ჰემი" "ბორნმუთის" ვინგერ მეტ რიჩის მსურველთა რიცხვს შეუერთდნენ.
შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ნაკრებსა და კლუბში კარგი თამაშები აჩვენა, რის წყალობითაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება დაიმსახურა.
"იუნაიტედს" ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს, თუმცა "ვესტ ბრომი" უკვე ახორციელებს სვლებს ფეხბურთელის შესაძენად.
"შაშვების" მთავარ მწვრთნელ ტონი პიულისს გუნდში უფრო მეტი სიმწვავის შეტანა სურს, ამიტომ რიჩის შესაძენად უკვე იწყებს მოქმედებას.
"ბორნმუთი" მეტს ვერ შეინარჩუნებს, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კი მინიმუმ 5 მილიონ ფუნტს მოითხოვს.