უსეინ ბოლტი, მსოფლიოს უსწრაფესი ათლეტი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში შეეძლო.
სპორტულმა ჟურნალისტმა ენდი გოლდშტეინმა ლეგენდარულ იამაკელ სპრინტერს, რომელმაც 2008 და 2012 წლებში პეკინსა და ლონდონში ოქროს მედლები მოიგო, რამდენიმე კითხვა დაუსვა.
როცა "იუნაიტედისამი" სიყვარულისა და "ოლდ ტრაფორდზე" პირველი ვიზიტის შესახებ ისაუბრა, ბოლტმა სერ ალექს ფერგიუსონთან განხილული თემა გაიხსენა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აქვს იმედი.
"ჩემი აზრით, უნდა მეცადა და მენახა, ხომ არ მეტყოდნენ: "კარგი, მოდი", ან მეტყოდნენ: "არა, აღარაფრად ვარგიხარ". ვფიქრობ, მოვერგებოდი, რადგან ფორმაში ვარ, სწრაფი ვარ, ბურთის კონტროლი შემიძლია და ფეხბურთი მესმის.
ამიტომ მგონია, რომ თუკი ვცდიდი, ისინი მეტყოდნენ: "იცი რა, აი ეს არის ხუთწლიანი კონტრაქტი. 30 წლის ხარ, ეს კი ხუთწლიანი კონტრაქტია. მოდი უბრალოდ ხელი მოაწერე!"
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.