"ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის დარჩენილ ნაწილში ერთმანეთს პაექრობას გაუწევენ "ვალენსიას" შემტევ სოფიან ფეგულისთვის, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
25 წლის ფეგული ჯერ არ აპირებს ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, მიუხედავად იმისა, რომ "ღამურებს" მისი შენარჩუნება სურთ. თუმცა ალჟირელს უკვე პირველი იანვრიდან შეეძლება სატრანსფერო მოლაპარაკებების წარმოება, რათა კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე სხვა კლუბს მიაშუროს.
ფეგულის შეუძლია ითამაშოს როგორც მოედნის სიღრმეში, ისე ფლანგზე და "ჩელსი" და "იუნაიტედი" თავიანთი შემტევი პოტენციალის გაზრდას სწორედ მის ხარჯზე ეცდებიან.
ფეგულის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს, რამეთუ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრებთან ერთად იასპარეზა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიას" რიგებშიც ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს.
ალჟირელი ამჟამად ხელფასის სახით კვირაში 60 ათას ფუნტს იღებს, ამიტომ მისთვის შესაფერისი კონტრაქტის შეთავაზება რთული არ იქნება.