ლუი ვან გაალმა პოლ სქოულზის მორიგ კრიტიკას უპასუხა.
ლუი ვან გაალი პოლ სქოულზის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მისი ფილოსოფია შეტევაში მდგომარეობს.
"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში დაცვაში კარგი შედეგი აჩვენა, რამეთუ მხოლოდ 8 გოლი გაუშვა 12 მატჩში, მაგრამ იგივე წარმატებით ვერ დაიკვეხნის თავდასხმაში, რამეთუ 123 დარტყმა მეხუთე ყველაზე ცუდი შედეგია ლიგის გუნდებს შორის.
ვან გაალის მიდგომა პოლ სქოულზმა მცირე ხნის წინ
კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გულშემატკივარს გოლები სჭირდება და არა ფილოსოფია.
"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი ქომაგი კი ხშირად გუნდს შეძახილებით გამხნევების გარდა "შეტევა, შეტევა, შეტევას" მოუწოდებს.
ყოველწლიურ კონფერენციაზე საუბრისას ვან გაალმა თავისი ფილოსოფია დეტალურად ახსნა, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" ნერგავს და რომლის წყალობით მისმა "აიაქსმა" 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამას კი მისი მოლოდინის მაგალითად თვლის.
"აიაქსს" ფული საერთოდ არ ჰქონდა და ბანკროტირებული იყო, ამიტომ ახალგაზრდებს შევხედე.
შევამჩნიეთ იარი ლიტმანენი, შემდგარი ფეხბურთელი, რომელიც 10 ათას ფუნტად შევიძინეთ. ასევე ვიყიდეთ ფინიდი ჯორჯი. ის ნიგერიის ნაკრების წევრი იყო. 3 ათასი ფუნტი ღირდა, რაც ჩემი ჯიბიდან გადავიხადე. შემდეგ, მარკ ოვერმარსი ვიყიდეთ.
მაგრამ სახელები, რომლებიც თქვენ გემახსოვრებათ კლარენს ზეედორფი, პატრიკ კლუივერტი და მიხაელ რაიციგერია.
ყველაფერი მოვიგეთ ძალიან შემტევი ფეხბურთით. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, რადგან ბატონი სქოულზი შეიძლება გაბრაზდეს!", - განაცხადა ვან გაალმა.
წყარო:
skysports