"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ სავარჯიშო ტექნოლოგიებმა მას საქმე შეუმსუბუქა და ახლა მხოლოდ ორი რამ ევალება: დელეგირება და ბევრი ფულის მიღება.
ყოველწლიურ კონფერენციაზე საუბრისას ვან გაალმა საკუთარი თავი ნომერ პირველ მწვრთნელად მოიხსენია, ვინც ინოვაციები დანერგა და ამის ხარჯზე საქმე გაიადვილა.
"ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს უნდა ვთქვა, რადგან, რომ არ ვთქვა ამპარტავანი ვიქნები.
მე ინოვატორი ვარ, მატჩებისთვის მომზადების მხრივ ბევრი რამ შევცვალე. მე ვიყავი პირველი მწვრთნელი, რომელმაც ნოუთბუქი გამოიყენა. ახლა ყველას აქვს ნოუთბუქი. მე ვიყავი პირველი მწვრთნელი, რომელმაც ვიდეო გამოიყენა.
მეც იმ დროს ვეკუთვნი, როცა ყველაფერს მწვრთნელები აკეთებდნენ. ახლა კი ვარ მწვრთნელი, რომელსაც სპორტული მეცნიერების დეპარტამენდი აქვს, სკაუტთა დეპარტამენდი, სამედიცინო დეპარტამენდი აქვს, მყავს ასისტენტი მენეჯერი, ასისტენტი მწვრთნელები.
მე არაფერს ვაკეთებ - საერთოდ არაფერს! უბრალოდ დელეგირებას ვახდენ და ბევრ ფულს ვიღებ", - განაცხადა ჰოლანდიელმა.