უახლესი ცნობები ნეიმარის, ბეილისა და რობენის ტრანსფერთან დაკავშირებით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა"
გარეტ ბეილის ტრანსფერში წამაქეზებელი საბაბი მიიღო.
ESPN იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" სეზონის ბოლოს აუცილებლად გაყიდის კრიშტიანუ რონალდუს ან გარეტ ბეილს.
ორივე ფეხბურთელი "იუნაიტედის" რადარზე იმყოფება, რამეთუ "წითლების" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი მზად არის "ოლდ ტრაფორდზე" ვარსკვლავები დააბრუნოს.
ბეილი "ბერნაბეუს" დატოვებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე და პრემიერ ლიგას "იუნაიტედის" მაისურით დაუბრუნდება.
გარდა ამისა, ესპანური ვეგ-გვერდი Fichajes.net იტყობინება, რომ ლუი ვან გაალს კვლავ აინტერესებს
არიენ რობენის მდგომარეობა.
ჰოლანდიის ნაკრების წევრმა გასულ წელს აღნიშნა, რომ "ბაიერნის" ყოფილ მწვრთნელთან მუშაობასთან ახლოს იყო.
"იუნაიტედის" სახელს
ნეიმარსაც უკავშირებენ და ბრაზილიელის მამა აცხადებს, რომ მისმა შვილმა შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს, თუკი შესაფერის პირობებს ვერ მიიღებს.
ნეიმარის მამამ Cadena SER-ს განუცხადა: "პატივს ვცემთ კონტრაქტს, რომელიც მას კლუბთან აკავშირებს, მაგრამ მისი განახლება ნებისმიერ ფასად არ გვინდა".
წყარო:
M.E.N.