"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი მარკოს როხო უარყოფს, რომ მას ვან გაალთან კონფლიქტი აქვს.
წინასასეზონო ტურნეზე დაგვიანება არგენტინელს სეზონის სტარტის გამოტოვებად დაუჯდა. დადიოდა ხმები, თითქოს ვან გაალმა მარკოსისადმი დამოკიდებულება შეცვალა, მაგრამ მცველი ამ აზრებს უარყოფს.
"ვან გაალთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ისევე, როგორც სხვა მწვრთნელებთან.
არ ვეკითხები, რატომ მაყენებს სასტარტო შემადგენლობაში, ამიტომ უფლება არ მაქვს ვკითხო, რატომ მსვამს სკამზე. მოთამაშეები მწვრთნელის გადაწყვეტილებას უნდა ეგუებოდნენ.
მხოლოდ ვან გაალი წყვეტს, ვინ იმსაუხრებს მოედანზე გასვლას ვარჯიშებზე ნანახიდან გამომდინარე. ის ირჩევს მოთმაშეებს, რომლებიც, მისი აზრით, საუკეთესო მდგომარეობაში არიან.
თავისი საქმის პროფესიონალია, ყოველი მოთამაშისგან მაქსიმუმის მიღება სურს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უხეშია.
მას უბრალოდ უნდა, რომ საქმემ წარმატება მოიტანოს, ამიტომ მისი მოთხოვნები უნდა შევასრულოთ", - განაცხადა არგენტინელმა მცველმა.