"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა აღიარია, რომ 15 წლის წინ მან უარი თქვა "ლივერპულში" გადასვლაზე.
ლინგარდი, რომელიც უკვე ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს, შესანიშნავად ახერხებს ლუი ვან გაალის გუნდში ადგილის დამკვიდრებას.
თუმცა ის ფიქრობს, რომ მისი კარიერა სხვანაირად განვითარდებოდა თუ შვიდი წლის ასაკში "იუნაიტედში" გადასვლას არ გადაწყვიტავდა.
"მე ვთამაშობდი ადგილობრივ კლუბში, "პენკეთ იუნაიტედში" და "მანჩესტერ იუნატედის" სკაუტი, მაიკ გლენი მოვიდა ჩემს სანახავად." - განაცხადა ინგლისელმა.
"ის ბაბუაჩემს ესაუბრა და მე საცდელი ვადა შემომთავაზა კლუბში, თუმცა ინტერესს "ლივერპულიც" იჩენდა და ვალდებული ვიყავი არჩევანი გამეკეთებინა. მე ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა აშკარა იყო, რომ ჩემი გული "იუნაიტედისკენ" იწევდა."
"ვფიქრობ ეს საოცარი გამოცდილება იყო, 7-წლამდელთა გუნდიდან დაწყებული იმ ადგილამდე სადაც ახლა ვიმყოფები."
"ეს ყველაფერი შესანიშნავია და "იუნაიტედის" შტაბს საკმარისად ვერასდროს გადავუხდი მადლობას. მათ შეეძლოთ ჩემი სიმაღლის გამო გუნდიდან გავეშვით, თუმცა ნდობა გამომიცხადეს."
"მათ ნახეს ჩემი შესაძლებლობები და ამისთვის მადლობელი ვარ."