"იუნაიტედის" რადარზე ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალს" უდიდეს შეთავაზებას გაუკეთებს, რათა
ალექსის სანჩესი შეიძინოს.
მედია იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკები" მზად არიან 53 მლნ. ფუნტი გადაიხადონ ჩილელ ვარსკვლავში.
სანჩესი "მეთოფეებს" 2014 წელს "ბარსელონადან" შეუერთდა და მას შემდეგ 32 გოლი გაიტანა.
"იუნაიტედს" მანამდეც განუხორციელებია ტრანსფერი "არსენალიდან", როცა რობინ ვან პერსი შეიძინა 2012 წელს. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ამ ტრანსფერის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო და შესაძლებელია იგივე ისტორია სანჩესის შემთხვევაშიც განმეორდეს.
ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალში" უკმაყოფილოა და პრემიერ ლიგაში გადასვლა სურს.
ესპანური მედია Fichajes იტყობინება, რომ კოლუმბიელისა და მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის ურთიერთობა დაიძაბა.
როდრიგესი უკმაყოფილოა იმით, რომ ესპანელი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში ისკოს ათამაშებს და არჩევანს მასზე არ აჩერებს.
ხამესის აგენტი, ხორხე მენდეში "იუნაიტედს" ტრანსფერის განხორციელების შესაძლელობაზე დაუკავშირდა.
მადრიდის "რეალი" მზადაა
კრიშტიანუ რონალდუს შეელიოს, თუკი პორტუგალიელის სანაცვლოდ 80 მლნ. ფუნტს მიიღებს.
პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ხშირად უწინასწარმეტყველებენ "ბერნაბეუს" დატოვებას და "იუნაიტედში" ან პსჟ-ში გადასვლას.
კრიშტიანუმ არ გამორიცხა თავისი წასვლა მადრიდის "რეალიდან" და აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ არის მისი საყვარელი გუნდი.
რონალდუს შეძენით ლონდონის "ჩელსიც" არის დაინტერესებული, მაგრამ ტრანსფერისთვის ბრძოლაში წამყვან პოზიციებს "იუნაიტედი" და პსჟ იკავებენ.
წყარო:
mirror