"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი მატეო დარმიანი პრემიერ ლიგისა და სერია A-ს განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრობს.
"წითელი ეშმაკების" რიგებში "ტორინოდან" გადასვლის შემდეგ 25 წლის მცველმა 15 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში.
მატეო კმაყოფილია თავისი თამაშით და ფიქრობს, რომ ინგლისური ფეხბურთის გამოწვევას უმკლავდება.
"ჩემთვის ახალი გამოცდილების მიღება საუკეთესოდ დავიწყე და იმედი მაქვს, ასეც გავაგრძელებ. სხვა ლიგის, სხვა კულტურის გამოწვევა ყოველმხრივ გაზრდაში მეხმარება - როგორც პიროვნებას და როგორც ფეხბურთელს.
სერია A-სთან შედარებით პრემიერ ლიგაში გაცილებით მნიშვნელოვანია ფიზიკა, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანია - ტაქტიკა.
იტალიური ფეხბურთისთვის თვალის დევნებას არ ვწყვეტ და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბალანსირებული ლიგაა. მიხარია, რომ ამდენი გუნდი იბრძვის პირველი ადგილისთვის", - განაცხადა დარმიანმა.