თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2015, 18:07
ავტორი: ViDa,
ნანახია: 7455,
კომენტარები: 5
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: "ძმური სიყვარული"
"როგორც მილიონი სხვა ბავშვი, მეც ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე. ჩემს ქვეცნობიერში მეორე ბრაიან რობსონი ვიყავი. მაგრამ სინამდვილეში, ოჯახშიც კი, ყველაზე ბოლო სპორტსმენი ვიყავი".
გარი ნევილის ავტობიოგრაფია:
როგორც საკმაოდ ორდინალურ ოჯახს, რომელიც ჩვეულებრივ უბანში ცხოვრობს, შეუძლია გაზარდოს ინგლისის ნაკრების სამი წევრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში?

ნევილების ოჯახი ბიერიში სხვა ოჯახებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ჩვენ, როგორც მეზობლების უმეტესობა, გავიზარდეთ პატარა ორსართულიან სახლში. მე 1975 წლის 18 თებერვალს დავიბადე. უფროსი ვიყავი, ტყუპები ტრეისი და ფილი ქვეყანას ორი წლის შემდეგ მოევლინენ.

ჩვენ ჩვეულებრივი მუშა ოჯახი ვიყავით. ჩემს წინაპრებში გამორჩეული სპორტსმენი არავინ ყოფილა. თუმცა, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეროვნულ ნაკრებში ნეტბოლსა და ფეხბურთში სამივემ 218 მატჩი ჩავატარეთ. ტრეისიმ თანამეგობრობის თასზე ორჯერ მიიღო მონაწილეობა და ასევე ორჯერ მსოფლიო ასპარეზზე, რითაც 74 მატჩი ჩაიწერა აქტივში, სანამ ჯანმრთელონასთან პრობლემები შეექმნებოდა. მე კი 85 შეხვედრა ჩავატარე ინგლისის რიგებში და ხუთ საერთაშორისო ტურნირზე მივიღე მონაწილეობა.

შესაძლებელია, სხვა ოჯახები- ძმები მარრეიები, დები უილიამსები და მსოფლიოში ცნობილი ჩარლტონები ბევრად ბანალურ ახსნას მოუძებნიან იმას, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას სპორტში. რაც შეეხება ნევილების ოჯახს, ჩვენ უბრალოდ მშობლების მადლიერები ვართ. მათი დამსახურებაა ჩვენი სიყვარული სპორტისადმი, სწორედ მათი დახმარებით მივაღწიეთ წარმატებას.

ხშირად მეკითხებიან, ვინ არის ჩემი კერპი და პასუხი სულ ერთი მაქვს- ბრაიან რობსონი, მაგრამ სინამდვილეში, მე მხოლოდ დედაჩემს და მამაჩემს ვეთაყვანები. ისინი არაჩვეულებრივი მშობლები იყვნენ, ახლა არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა არიან. ნაკრებში ჩვენს თითოეულ წარმატებას მხოლოდ მათ უნდა ვუმადლოდეთ.

მათი დამსახურებით სპორტი თავისებური სახეობის ფუნდამენტი იყო, რომლის საშუალებითაც ჩვენი ოჯახური ურთიერთობა შენდებოდა. ჩემი მშობლები არასდროს იყვნენ პროფესიონალური სპორტით დაკავებულნი, მაგრამ ძალიან უყვარდათ, როცა საკითხი სამოყვარულო დონეს ეხებოდა. დედაჩემი ინგლისურ ლაფტს, ნეტბოლსა და ჰოკეის თამაშობდა. მას ხშირად დავყავდით ნეტბოლზე, სადაც საშუალება გვქონდა, დარბაზის შემოსასვლელში ჩვენც გვეთამაშა. მამაჩემი კრიკეტით იყო დაკავებული და მუდამ დავრბოდით ბურთთან ერთად მოედნის ბოლოში.

სპორტით ბავშვობიდანვე ვიჟღენთებოდით. ბავშვობაში ამას უბრალოდ გართობას ვეძახდით, მაგრამ ახლა, ასე მგონია, რომ სწორედ ამის დამსახურებით მოვაღწიეთ დღევანდელ საფეხურამდე. ბურთი მუდამ ჩვენთან ერთად იყო, ხან ხელში გვეკავა, ხან ფეხით მივაგორებდით.

ამის გარდა, მშობლებისგან შრომისმოყვარეობა და ცხოვრების მიზანი გადმოვიღეთ, რაც დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ყოველდღიურად იმდენი გვევარჯიშა, სანამ ორგანიზმიდან ბოლო წვეთს არ დავღვრიდით. როცა ვიზრდებოდით, მამაჩემი მძღოლად მუშაობდა სატვირთო კომპანიაში, რომელსაც ტვირთი ოლდჰემში გადაჰქონდა. სახლს დილის ოთხ საათზე ტოვებდა, რათა ნორტჰემპტონშირამდე ჩასულიყო და უკან მალევე დაბრუნებულიყო, იმისთვის, რომ რომელიმე სპორტით დაკავებულიყო ან ჩვენ წავეყვანეთ საფეხბურთო მოედანზე. ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა მაგალითი გახდა ჩვენთვის წლების განმავლობაში და უკვე გაზრდილებს მნიშვნელოვნად დაგვეხმარა. გაიღვიძე, თავიდანვე შეუდექი საქმეს გააკეთე უმეტესი ნაწილი იმისა, რასაც გეგმავდი, არ ხარჯო დრო უაზროდ. მე ყოველთვის ადრე ვდგები და არასდროს ვემონები ძილს. დღეც კი არ გააცდინოთ უაზროდ!

ასევე, მშობლებმა ერთმანეთისთვის სიკეთის კეთება გვასწავლეს. ბავშვობაში ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ გარკვეული მომენტის შემდეგ ვხვდებოდით, რომ არაფერია ოჯახზე მნიშვნელოვანი. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ერთმანეთს არ ვეუბნებოდით. ეს კავშირი თავისებურად ურღვევია, ამიტომ ჩვენთვის ეს უძვირფასესია, ვინაიდან, ჩვენ ვიზრდებოდით არა მხოლოდ, როგორც პარტნიორები "მანჩესტერ იუნაიტედში", არამედ ვიბრძოდით ერთმანეთის წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობისთვის.

გულწრფელად გეუბნებით- ოჯახი ჩვენთვის უპირველესია. იძულებული რომ ვყოფილიყავი შემადგენლობაზე უარი მეთქვა, ჩემს ადგილს მხოლოდ ფილს დავუთმობდი და არავის სხვას. ჩემი აზრით, აქ გასაკვირი არაფერია. ხალხი ბევრს საუბრობს ბავშვების ეგოიზმზე, მაგრამ ის, თუ როგორ გაგვზარდეს მშობლებმა, არასდროს გამოიწვევს ჩვენში შურსა და ეგოიზმს!

ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობდით იმ მომენტამდე, სანამ 19 წლის ასაკში "იუნაიტედის" მუდმივი წევრი არ გავხდი. ვიღაც იტყვის, რომ ჩემს უმცროს ძმას ვამცირებდი და მასზე ვბრძანებლობდი, მაგრამ ჩვენ ძმების გარდა საუკეთესო მეგობრებიც ვიყავით.

თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ხასიათი აქვს. მაგრამ ნევილების ოჯახი ყოველთვის მეგობრული იყო. მამაჩემი ლაპარაკის მოყვარული კაცია და გიჟდება სასმელზე. მაგრამ სახლში იშვიათად ვერთობოდით. როგორც იცით, "ჩემი სახლი- ჩემი ციხესიმაგრეა", ამიტომ მამაჩემს არ უნდოდა, რომ მის "ციხესიმაგრეში" ვიღაც უცხო შემოსულიყო. მისგან ეს ხასიათი მეც გადმომყვა. არ მიყვარს დაუპატიჟებელი სტუმარი. მშვენივრად მესმის, რა არის პირადი გარემოება და მინდა, რომ ჩემი ვიწრო წრე მუდამ ვიწროდ დარჩეს.

კიდევ ერთი უაროფითი ხასიათი მაქვს ნევილებისგან- ჯიუტობა. საქმის ყურში რომ იყოთ, რამდენად ჯიუტია ნევილების ოჯახი, მოგიყვებით მამაჩემის ისტორიას იმაზე, თუ როგორ შეარქვეს მას ნევილ ნევილი.

როგორც კი მამაჩემი ამ ქვეყანას მოევლინა, პალატაში აკუშერი შევიდა და ხელში ბავშვის ისტორიის წიგნი აიღო: "ნევილი?"- იკითხა მან. "არაჩვეულებრივი სახელია ბიჭისთვის!".

მამაჩემის დეიდაც იქ იმყოფებოდა და მოულოდნელად წამოხტა: "არა, რას ამბობთ? ეს მისი გვარია. ნევილ ნევილი? შეუძლებელია, ამას არ დავუშვებ."

ბებიაჩემი სხვანაირი ქალი იყო, რომელთანაც კამათი შეუძლებელი იყო. ამიტომ, არავის ჰქონდა უფლება, საკუთარ თავზე აეღო მისი შვილისთვის სახელის დარქმევა: "ნევილ ნევილი? რატომაც არა? მას ისე დავარქმევ, როგორც საჭიროდ ჩავთვლი!"

დამეთანხმეთ, ეს ამბავი არცერთ კარში არ ეტევა. არადა, სწორედ ასე გახდა მამაჩემი ნევილ ნევილი. ალბათ, ბევრი იტყვის, რომ სიჯიუტე პატივცემული ბებიაჩემისგან მერგო წილად.

დედაჩემი სიმშვიდით გამოირჩევა, სწორედ ეს ხასიათი გადაიღო ფილმა მისგან. ჩვენგან ყველაზე მშვიდი ფილია. მე, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტს ვბობოქრობ, ტრეისი კი სადღაც შუაში იმყოფება. ტრეისი და ფილი ბავშვობაში ძალიან ახლო სულები იყვნენ. ისინი ერთ სკოლაში და ერთ ჯგუფში სწავლობდნენ. მაგრამ ბოლოს სამივე ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელნი გავხდით. ფილთან კამათი უბრალოდ შეუძლებელია. იგი არაა მიჩვეული ჩხუბს და ეს ბავშვობიდან ეტყობოდა.

ხშირად ჩვენს ნაგავს არ ვალაგებდით, მაგრამ ამის გამო არ გვსჯიდნენ, მაგრამ როგორც კი ნაგვის რაოდენობა ნორმას გადააცილებდა, მამაჩემი ყველას გვკიცხავდა. დისციპლინა აუცილებელი იყო. არასდროს ვაძლევდით საკუთარ თავს უფლებას, ჩვენს მშობლებთან ზედმეტი გაგვეკეთებინა. თუ ჩვენ გვეტყოდნენ- დაბრუნდით სახლში 9-ზე, ჩვენ ვბრუნდებოდით 9-ზე. მახსოვს, როდესაც 15 წუთით დავაგვიანე, მამაჩემმა ზედა სართულზე ამიყვანა და ქამრით მცემა. მას მერე ყოველთვის დროზე მოვდიოდი. გაკვეთილი გავითავისე.

მე და ფილს, პირველ რიგში, სპორტი გვაკავშირებდა. როცა თავისუფალი დრო გვქონდა, მუდამ ფეხბურთს ან კრიკეტს ვთამაშობდით. ჩვენ შეგვეძლო დილიდან საღამომდე გვეთამაშა. ორი წელი მცირე განსხვავებაა ასაკში, ამიტომ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.

ბიერიში დიდ სტადიონზე დავდიოდით, სახელად "ბარაკი" ერქვა. ბურთს მიწაზე ვდებდი, მაღლა ვაგდებდი და თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, ბურთი ფეხზე ნახტომში მიეღო. ერთი ერთზე, მხოლოდ ორი ძმა, მთლიანად გადართულნი ბრძოლაზე ბურთისთვის. უბრალოდ წარმოიდგინთ: ნევილები ისევ და ისევ ცდილობენ, ერთმანეთს აჯობონ. კარგი, აფიშა არ გამომივიდა-ბილეთებს ასე ვერ გავყიდდით. გოლებიც ცოტა გაგვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გვიანობამდე ვთამაშობდით.

ხშირად ხდებოდა ისე, რომ მოედანზე ერთად მივდიოდით, უკან კი ერთმანეთზე გაბრაზებულები, ათი მეტრის მოცილებით ვბრუნდებოდით. მაგრამ ეს ზღვარს არასდროს სცდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ორი წლით ადრე დავიბადე, ჩვენი ფიზიკური მონაცემები მსგავსი იყო. თუმცა ფილი სკოლის პერიოდში ფიზიკურად სწრაფად ვითარდებოდა. იგი ჩემგან განსხვავებით, გუნდში ყოველთვის უფროსებთან თამაშობდა.

მალე ნათელი გახდა, რომ ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერი იყო. სპორტი მარტივად ეხერხებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. იგი ორივე ფეხს კარგად ფლობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ახალი დაწყებული გვქონდა დიდ სტადიონზე ვარჯიში. როდესაც ფილი კრიკეტს თამაშობდა, ჩოგანი მარცხენა ხელში ეჭირა და იდეაში ბურთი იმავე ხელით უნდა მოეგერიებინა, თუმცა ამის გაკეთებას მარჯვენა ხელით ახერხებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბოლოებები კარგად ჰქონდა განვითარებული. ასეთი ნიჭი ფილს საშუალებას აძლევდა, მოედანზე გამორჩეული ყოფილიყო.

ჩემზე ამბობდნენ, რომ მე შემეძლო, გავხდარიყავი ფეხბურთელი, მაგრამ ფილის ფეხბურთელობაზე არავინ ეჭვობდა. მსგავსი სიტუაცია იყო კრიკეტზეც. მე აგრესიული მემარჯვენე ბეტსმენი ვიყავი და ძლიერი დარტყმა მქონდა, ერთი სიტყვით, წარმატებით ვასპარეზობდი. ცამეტი წლის ასაკში "გრინმაუნტის" ასაკოვან გუნდში მოვხვდი, რომელიც ბოლტონის ლიგაში ასპარეზობდა. ეს მაღალი დონე იყო.

ქულების საკმაოდ დიდი რაოდენობა დავაგროვე და ლანკაშირის ნაკრებში გამომიძახეს 14 წლამდე, შემდეგ- სასკოლო გუნდში ჩრდილოეთ ინგლისში. მე მესამე ბეტსმენად უნდა მეთამაშა, ხოლო სხვა თანაგუნდელი მაიკლ ვოენი მეოთხედ თამაშობდა. ალბათ, მე საშუალებაც მქონდა, ჭაბუკთა ნაკრებში გავმძვრალიყავი. მაშინ ბენბერის ფესტივალი ტარდებოდა, სადაც არაჩვეულებრივი საშუალება მქონდა, თავი გამომეჩინა, მაგრამ თითი მოვიტეხე.

თამაშებს საკმაოდ მაღალ დონეზე ვატარებდი და შემეძლო, პროფესიონალიც გავმხდარიყავი, მაგრამ ფილი ჩემზე უკეთესი იყო. მას ლანკაშირას ნაკრებში 13, 14, 15 წლამდე იძახებდნენ. როდესაც ფილი 15-ის იყო, იგი ლანკაშირის საგრაფო რეზერვებში თამაშობდა. გუნდი ასაკოვანი კაცებისგან შედგებოდა. რომ არა ფეხბურთი, იგი კრიკეტს გააგრძელებდა და საკმაოდ ბევრ თამაშს ჩაატარებდა ნაკრებში, ამაში ეჭვიც არ მეპარება.

ჩვენთვის, სპორტზე გაგიჟებულებისთვის, კონკურენცია მნიშვნელოვანი იყო. მე მყავდა უმცროსი ძმა, რომლის წარმატება უფლებას არ მაძლევდა ჩამოვრჩენოდი, ფილს ვყავდი მე, უფროსი ძმა, რომელიც უნდა დაემარცხებინა. ყოველი ჩვენგანი ერთმანეთის დანამატი იყო, ერთმანეთს ახალი გამოძახილისკენ ვუბიძგებდით, თუმცა მახსოვს კრიკეტის მატჩი, როდესაც ფილს ადგილი მივუჩინე. მან გამაბრაზა და როდესაც ჩვენ ორივეს ბეტსმენებად უნდა გვეთამაშა, ბურთს მუდამ ვიგერიებდი და თამაშის საშუალებას არ ვაძლევდი. ეჭვი მეპარება, იმ საათ-ნახევარში საერთოდ შეხებოდა ბურთს. იგი იბოღმებოდა და იბოღმებოდა. საბოლოოდ, როდესაც მანქანით სახლში ვბრუნდებოდით, ფილი წყობილებიდან გამოვიდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება, მე და მამაჩემი კი დიდი ხანი დავცინოდით მას.

ფილი პრაკტიკულად მუდამ მოწესრიგებული იყო, მშვიდი და დისციპინირებული. იგი თავისი საქმის ოსტატი იყო და მუდამ მჯაბნიდა. როგორც მილიონი სხვა ბავშვი, მეც ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე. ჩემს ქვეცნობიერში მეორე ბრაიან რობსონი ვიყავი. მაგრამ სინამდვილეში, ოჯახშიც კი, ყველაზე ბოლო სპორტსმენი ვიყავი.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 ნოემბერი 2015 18:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სულ ვამბობ და კიდევ ვიტყვი, აი ეს წიგნი სუარესისაზე რამით ნაკლებია თუ რამით ჩამოუვარდება ესე რო დაიკიდეს? areyoukiddingme

ყველაზე მაგარი კაცია და ჩემთვის გამორჩეული კაპიტანი. უმეტესობა არ აფასებდა ამ კაცს მაგრამ თუნდაც ამის წაკითხვის მერე მიხვდება როგორ შეუძლია სიყვარული და როგორ უყვარდა გუნდი. ფილზე წარმოდგენა შემცვალა რაც აქ მოვიდა მაგრამ ფერგის წიგნის წაკითხვის მერე დამავიწყდა მოიესის ეპოქა და იმედგაცრუებები ისე დაახასიათა ისიც.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
20 ნოემბერი 2015 21:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ოჯახშიც კი, ყველაზე ბოლო სპორტსმენი ვიყავი.


გარი როი კინი არ არის, მაგრამ როი კინიზე ნაკლები ფეხბურთელი არ იყო მოედანზე. ნამდვილი მუხტი გუნდისთვის.

ზოგადად კი, მშობლები ძლიერ განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს ადრეულ ასაკში და ამას ეპოქა ვერაფერს უშვრება. გარის და ფილის ერთდროული თამაში ცოტა მახსოვს, ამიტომ ნაკლები ვიცი მათი მოედანს გარე ცხოვრების შესახებაც. საერთოდ, როცა კლუბს ეხება წიგნი, უფრო ემოციური გამოდის კითხვა და ალბათ საინტერესოც, მაგრამ არც პირადი ცხოვრება მაინტერესებს მე ნაკლებად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: DiMaria
20 ნოემბერი 2015 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კიდევ ერთი უაროფითი ხასიათი მაქვს ნევილებისგან- ჯიუტობა.


მამამაც თავისი გაიტანა და ბებომაც wink ანტილივერპულიზმში რომ იყავი ჯიური ეგ მიხაროდა ყველაზე მეტად
0
№4
ავტორი: red devil
21 ნოემბერი 2015 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ესეთი მებრძოლი ფეხბურთელი საჭიროა გუნდში აბა ეხლა სიარული ეზარებათ და ესენი რისი მომგები არიან
0
№5
ავტორი: Martial
21 ნოემბერი 2015 15:04
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ყველაზე მაგარი კაცი. დიდი სიამოვნებაა ამის კითხვა ♥ მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით ამ კაცს გუნდის ესეთი სიყვარული რომ შეუძლია :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top