თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2015, 08:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1571,
კომენტარები: 6
ჰარტი: "ჩემი ადგილი ვიცი"
ჯო ჰარტი აცხადებს, რომ თავისი ადგილი შესანიშნავად იცის.
ჰარტი:
"მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტმა განაცხადა, რომ შესანიშნავად აცნობიერებს, თუ რა ადგილი უჭირავს ინგლისის ნაკრებში.

გასულ პარასკევს გამართულ ამხანაგურ მატჩში 28 წლის ჰარტმა პირველად მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური.

უეინ რუნიმ აღნიშნული მატჩი სასტარტო შემადგენლობაში მწვრთნელის არჩევანის გამო ვერ დაიწყო და მისი არყოფნის პერიოდში "სამ ლომთა" კაპიტანი სწორედ "ქალაქელი" მეკარე გახდა.

ჰარტს მიაჩნია, რომ მეკარეც შეიძლება იყოს კაპიტანი და ამის ორი შესანიშნავი მაგალითი არსებობს, მაგრამ თავის ადგილს ნაკრებში შესანიშნავად აცნობიერებს.

"კასილიასი საკმაოდ ხშირად იყო კაპიტანი. ბუფონიც. ორივე მათგანი განსაკუთრებულად ნიჭიერია.

სამკლაურის ტარება ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო, მაგრამ რეალობასთან კავშირი არ უნდა დავკარგო. უეინი ჩვენი კაპიტანია, კეჰილი ვიცე-კაპიტანი და ისინი ალიკანტეში თამაშობდნენ.

ჩემთვის პატივი იყო იმ საღამოს სამკლაურის მორგება, მაგრამ გუნდში ჩემი ადგილი ვიცი და ვცდილობ ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე ვიყო, მიუხედავად იმისა, მექნება კაპიტნის სამკლაური თუ არა.

სიამაყის მომენტი იყო, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ და ვისაც უნდა ეკეთოს სამკლაური, ერთმანეთისთვის უნდა ვიბრძოლოთ",
- განაცხადა ჰარტმა.

წყარო: mirror
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 ნოემბერი 2015 09:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როცა კარიერას დაასრულებს რუნი ნაკრებში, უეჭველად ჰარტს მისცემენ და იმსახურებს კიდეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ნოემბერი 2015 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კაი კაცია ჯო wink
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
17 ნოემბერი 2015 11:07
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
ჰარტი რამდენი წლისაა. რუნი რო დაასრულებს ეს რამდენის იქნება?
0
№4
ავტორი: RojoDiablo
17 ნოემბერი 2015 14:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
სამაგიეროდ ჰარტი მეკარეა. 2 წელია სხვაობა, მაგრამ მოედნის ფეხბურთელი უფრო მალე დაასრულებს კარიერას, ვიდრე მეკარე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Martial
17 ნოემბერი 2015 17:56
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს მე პირადად რუნისგან უფრო კარგ კაპიტნობას ველოდი ორივეგან :))
0
№6
ავტორი: UTD-Rule
17 ნოემბერი 2015 23:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჰარტი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მეკარეა პრემიერ ლიგაში ჩემი აზრით

რუნის მერე დიდი ალბათობით ამას მიცემენ კაპიტნის საკმლაურს... winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top