17-11-2015, 14:22
ნანახია: 6728,
კომენტარები: 15
სკაუტის ანგარიში: ემერიკ ლაპორტე
"იუნაიტედის" ერთ-ერთი სამიზნე - მცირე ცნობები ფრანგის შესახებ.
კლუბი: ბილბაოს "ატლეტიკი"
დაბადების თარიღი: 27 მაისი, 1994 წელი
სიმაღლე და ზონა: 189 სმ, 83 კგ.
პოზიცია: ცენტრალური მცველი (უკეთესია მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაში, შეუძლია მარცხენა მცველად თამაში)
მუშა ფეხი: მარცხენა
სატრანსფერო ღირებულება: 10.5 მლნ. ფუნტი (TransferMarkt.de)
კონტრაქტის ვადის ამოწურვის თარიღი: 30 ივნისი, 2019 წელი (გამოსასყიდი თანხა - 50 მლნ. ევრო)
ახალგაზრდა ვუნდერკინდი, რომელიც ასაკისთვის შეუსაბამო კარგ ფეხბურთს თამაშობს და უდიდეს პოტენციას ფლობს. მიუხედავად ასაკისა, შეუძლია ესპანეთის ლა ლიგაში გამოცდილებით დაიკვეხნოს. საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი. უნივერსალი - ცენტრალურ მცველობასთან ერთად დაცვის მარცხენა ფლანგის ჩაბარებაც შეუძლია. მუშა ფეხი მარცხენა აქვს, მარჯვენას თითქმის არ იყენებს.
ტაქტიკურად კარგად განსწავლულია, შავ სამუშაოს არ უფრთხის, კეთილსინდისიერად შრომობს დაცვაში და იშვიათად ერთვება შეტევებში.
ფიზიკური მონაცემები: მაღალი, ძალიან პლასტიკური, ფეხზე მყარად დგას რთული ორთაბრძოლის დროსაც კი, შესანიშნავად მუშაობს კორპუსით, ფლობს კარგ ნახტომს. ძალისმიერ ბრძოლაში თავდაჯერებით შედის, აქვს ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ორთაბრძოლებში (2014/15 წლებში 65%). გამძლეა, შრომისუნარიანია.
ფსიქოლოგიური პორტრეტი: უსაზღვროდ დისციპლინირებული, ყოველ ეპიზოდს ბოლომდე თამაშობს, გუნდური ფეხბურთელი. ყოველთვის კონცენტრირებული, გაწონასწორებული და თავდაჯერებული. აქვს ლიდერის უნარები. პროვოკაციაზე არ ეგება, თვითონ უხეშად არ თამაშობს.
აჩქარების ხარიხსი: კარგი სასტარტო სიჩქარე პოზიციის შერჩევასთან ერთად და გრძელი ნაბიჯები ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაუმწარებს სიცოცხლეს, დისტანციურია - საშუალოზე მაღალ დონეზე. წარმატებულია დასწრებაზე თამაშში.
გამწვავებითი უნარები: უმაღლეს დონეზე. თამაშობს გამამწვავებელი მცველის როლს, ხშირად იწყებს საკუთარი გუნდის შეტევებს. უმაღლესი დონის პირველი პასი აქვს, რაც მოედნის შესანიშნავ ხედვასთან ერთად მის გუნდს დაცვიდან მაქსიმალურად სწრაფად და გართულებების გარეშე ამოსვლის საშუალებას აძლევს. შეუძლია 30-40 მეტრზე კარგი პასის გაკეთება.
წართმევაზე თამაში: მოთამაშეს არ მივარდება, ვარდნებს ძალიან იშვიათად იყენებს, რადგან ფეხზე მდგომი ართმევას ამჯობინებს, მოწინააღმდეგის დარტყმის დაბლოკვისას ახლოს არ მიდის, 1,5-2 მეტრიან მანძილს ტოვებს, რათა ფორა ჰქონდეს მისი მოტყუების მცდელობისას, ბრძოლაში ფრთხილად, მაგრამ მკაცრად თამაშობს, ფეხებს არ აცილებს. ორი ცენტრალური მცველის წყვილში ლიდერი ის არის. შეიძლება ხელოვნური თამაშგარის შექმნისას შეცდომა დაუშვას.
ახალ პირობებთან შეგუება: ახალ საზოგადოებაში პრობლემები არ უნდა გაჩნდეს, თუკი მის მშვიდ ხასიათსა და საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას გავითვალისწინებთ. გუნდური დისციპლინის დარღვევაში არ შემჩნეულა. მოთამაშის სახელთან დაკავშირებული სკანდალები პრესაში არ არის. ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაცია არ არის, მაგრამ "იუნაიტედში" ბევრი ფრანკო-ესპანურად მოსაუბრე ფეხბურთელია, რაც დავალებას გაადვილებს.
რადგანაც მოთამაშე ცენტრალურ მცველად განიხილება, ლაპორტეს შემთხვევაში სწორედ ამ სპეციფიკას ჩავუღრმავდეთ.
- ზურგსუკან მყოფი მოწინააღმდეგის ფეხბურთელთან მისვლისას, ცენტრალურმა მცველმა ორთაბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანოს, სანამ სათამაშო სიტუაცია არ დასრულდება (თითოეულ ეპიზოდს ბოლომდე თამაშობს) - სრულად შეეფერება.
- მას შემდეგ, რაც ცენტრალური მცველი ბურთზე დაუფლების იმედად ტოვებს თავის პოზიციას, სათამაშო ეპიზოდის დასრულების შემდეგ აუცილებელია მაშინვე დაუბრუნდეს თავის პოზიციას (ტაქტიკურად და პოზიციურად კარგად თამაშობს) - სრულად შეეფერება.
- თუ ცენტრალური მცველი მოატყუეს, იგი ბოლომდე უნდა გაჰყვეს თავის მომტყუებელს მანამდე, სანამ ბურთს არ განშორდება (მყარი სულიერი მდგომარეობა) - სრულად შეეფერება.
- შეტევაში ცენტრალური მცველი მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერთოს, როცა დარწმუნებულია, რომ დაცვაში დაზღვევა არის. არ შეიძლება საკუთარი ზონის დატოვება, თუკი ამით სივრცეებს დატოვებ (გრძნობს შეტევაში ჩართვის მომენტს) - სრულად შეეფერება, მას ყოველთვის აზღვევენ.
- გამორიცხოს წართმევა, თუ გუნდის ბოლო ფეხბურთელია დაცვაში (არ რისკავს) - სრულად შეეფერება. ყოველთვის ბურთის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში არ გარისკავს და ბურთს აუტში გადააგდებს.
- შეტევას სული ზუსტი და აქცენტირებული გადაცემით უნდა შთაბერო (შეტევის ხარისხიანად დაწყება) - სრულად შეეფერება, პასის კულტურა უმაღლეს დონეზე აქვს და პროგრესიც შესაძლებელია.
- საკუთარ საჯარიმოში სახიფათო სიტუაციისას ცენტრალურმა მცველმა ბურთი არ უნდა მიიღოს, აუცილებელია სიტუაციის განმუხტვა ერთი შეხებით. საჯარიმო მოედანში ბურთის მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ხიფათი არ არსებობს (საკუთარ საჯარიმოში სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას) - სრულად ერგება.
- საკუთარ საჯარიმო მოედანში ვარდნის გამოყენება განსაკუთრებულ სათამაშო სიტუაციაში (სწრაფი და ძლიერი ფეხები) - სრულად ერგება, ვარდნებს იშვიათად იყენებს, ამჯობინებს ბრძოლა ბოლომდე ფეხზე მდგომმა აწარმოოს.
ცენტრალური მცველის პოზიცია
გამომდინარე იქიდან, რომ შექმნელი მცველი ახლა ბლინდია, მას შევადარებთ, რომლის უნარების მაჩვენებელს 1-ქულიანი სისტემით შევაფასებთ.
სისწრაფე: აჩქარება და სიჩქარის მანძილი ლაპორტეს უკეთესი აქვს (სკაუტის შეფასება: 1,3).
გამძლეობა და შრომისუნარიანობა: ერთნაირ დონეზე (სკაუტის შეფასება: 1).
პასი: მოკლე და საშუალო პასი ერთნაირ დონეზე, გრძელი პასი ოდნავ უკეთესი აქვს ჰოლანდიელს (სკაუტის შეფასება: 1,9).
კონცენტრაცია/თვითკონტროლი: ერთ დონეზე (სკაუტის შეფასება: 1).
პოზიციის შერჩევა: ცოტათი სჯობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრანგისთვის ეს "მშობლიური" პოზიციაა (სკაუტის შეფასება: 1,2)
საჰაერო ორთაბრძოლა: ძალიან აჭარბებს, რადგან ფრანგი უფრო გაბარიტულია (სკაუტის შეფასება: 2)
ძალისმიერი ბრძოლის წარმართვა: ძალიან აჭარბებს, რადგან ფრანგი უფრო გაბარიტულია (სკაუტის შეფასება: 2)
მხედველობაში ვიღებ რა მოთამაშის ასაკს, ასევე მის აღნიშნულ უნარებსა და სრულყოფილებამდე ძალიან შორს მყოფ პოტენციალს, ვთვლი, რომ ლაპორტე "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელის როლს ერგება და მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციის პრობლემის მოხსნა დიდი ხნით შეუძლია.
ჩამოვთვალოთ "იუნაიტედში" გადასვლის კონტექსტში ლაპორტეს პლუსები და მინუსები:
+
- სწრაფი ადაპტაციის შესაძლებლობა;
- ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისადმი მწვრთნელის მოთხოვნის დაკმაყოფილება;
- ასაკი და პერსპექტიულობა;
- მაღალ დონეზე თამაშის საკმარისი გამოცდილება;
- თამაშის სტაბილურად მაღალი დონე;
-
- სატრანსფერო ღირებულება: მცირე ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომელიც 2019 წლამდეა ძალაში და გამოსასყიდ თანხად 50 მლნ. ევროს ისახავს. ბილბაოს "ატლეტიკის" რეპუტაციას თუ გავითვალისწინებთ, პოტენციურ მსყიდველს ამ თანხის სრულად გადახდა მოუწევს.
ვერდიქტი
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ემერიკ ლაპორტეს შეძენა კარგი და აუცილებელია. პერსპექტივაში ის ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება ფასიდან გამომდინარე, მაგრამ ფრანგის სამომავლო პროგრესის ფონზე ხარჯი სრულიად გამართლდება.
ავტორი: ანტონ ნიკოლაევი