დღეს Cuidad del Futblol-იდან გწერთ, რომელიც ლას-როზასში, მადრიდში მდებარეობს. ეს ესპანეთის ნაკრების სავარჯიშო ბაზა და ადგილია, სადაც ჩვენი მომდევნო შეხვედრისთვის ვემზადებით - ამჯერად ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ.
სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც პარიზსა და სხვა ქალაქებში მოხდა, ადვილი არ არის ფეხბურთსა და ამხანაგურ მატჩებზე საუბარი. რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, სხვა არაფერია, თუ არა, მოვლენათა გამეორების შესაძლებლობის სრული აღკვეთა. ამ მოქმედების გაგება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ მინდა პარიზისა და მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში მომხდარ ტერაქტში, რომელმაც ტერორიზმითა და ბარბაროსობით გაგვაოცა, დაღუპულთა ოჯახებსა და მსვერპლებს თანაგრძნობა გამოვუცხადო და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება... ძალიან რთულია სიტყვებით აღვწერო, რამდენად არ მჯერა, რომ ეს ჩვენს თავს ხდება. გონებაში მომდის აზრები იმის შესახებ, თუ საით მიექანება სამყარო, საითკენ მიგვყავს ჩვენ თვითონ... იმედი მაქვს, რომ ერთხელ მაინც ვიცხოვრებთ მშვიდობიანად ნაცვლად ასეთი საშინებელებისა.
მოკლედ რომ გითხრათ ინგლისთან მატჩზე, ჩემთვის განსაკუთრებული თამაში იყო, რადგან ჩემი პრემიერ ლიგელი კოლეგების წინააღმდეგ ვთამაშობდი. მარიოს შესანიშნავი გოლითა და სანტი კასორლას ბრწყინვალე დასრულებით მოვიგეთ. ჩვენთვის ცუდი ის არის, რომ ტიაგო და მაიკლ კერიკი დაშავდნენ. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი სჭირთ და მალე გამოჯანმრთელდებიან...
როგორც უკვე გითხარით, სამშაბათს ბელგიასთან ვთამაშობთ. ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ, რომელიც სავსეა ნიჭიერი ფეხბურთელებით, მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და დარწმუნებული ვარ, ევრო-2016-ზე უფრო მაღალ საფეხურს მიაღწევენ. ამისთვის საკმარისად კარგები არიან. კარგი იქნება ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში - აზარი და დე ბრუინე. იმედი მაქვს, მატჩი მოგეწონებათ.
აბა, დროა დავასრულო. კომენტარებისთვის გმადლობთ. როგორც უკვე ვთქვი, იმედი მაქვს, აღარასდროს შეგვემთხვევა ისეთი რამ, რაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ხშირად ხდება...
სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით,
ხუანი.
PS: ბედნიერი ვარ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შაბათის მატჩი არნახული წარმატებით დასრულდა. მითხრეს, რომ სტადიონი სავსე იყო. როცა საუბარია კლუბის ლეგენდებზე, რომლებიც სახლში ბრუნდებიან, რათა ფეხბურთი მსოფლიოს სხვა დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშონ, მოლოდინი ყოველთვის დიდებულია. ყოველთვია კარგია, როცა მსგავსი ინიციატივები ასეთ ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას იღებს.
მატას ბლოგი
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.