ვან გაალი წინამორბედის გზას პოლიტიკას გაიმეორებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლიდს იუნაიტედის" ნახევარმცველის ლიუის კუკის მიმართ იჩენს ინტერესს.
კუკი უკვე აღიარეს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად და სკაუტები მას ბოლო 18 თვის განმავლობაში აკვირდებიან.
18 წლის ბიჭი, რომელსაც "მომდევნო პოლ სქოულზს" უწოდებენ, პრემიერ ლიგის დიდი კლუბების რადარზეა და მათ შორის არიან "ჩელსი", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპულიც".
კუკმა "ლიდსის" შემადგენლობაში გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონშიპში საფეხბურთო ლიგის ჯილდოს ლაურეატი გახდა.
ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და "ლიდსის" წამყვანი ფეხბურთელი გახდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა პრემიერ ლიგის კონკურენტებს აჯობოს და კუკი შეიძინოს, რამეთუ ვან გაალი ახალი გუნდის აშენებას აპირებს.
ჰოლანდიელმა ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" მემფის დეპაი და ენტონი მარსიალი გადაიბირა და ახალგაზრდა ნიჭიერ თაობათა რიცხვს კუკიც შეემატება.
"ლიდსს" კუკის დაკარგვა არ სურს, თუმცა მასში გადახდილმა თანხამ შესაძლოა კლუბი დააინტერესოს.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" "ლიდსიდან" არა ერთი ფეხბურთელი შეიძინა, რომელთაც თავიანთი შესაძლებლობები დაამტკიცეს, მათ შორის კი არიან ჯო ჯორდანი, გორდონ მაკქუინი, ერიკ კანტონა, რიო ფერდინანდი და ალან სმიტი.
წყარო:
espn