თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2015, 12:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2648,
კომენტარები: 9
"იუნაიტედი" მზად არის "განაწყენებული" რობენი შეიძინოს
არიენ რობენის მდგომარეობა "ბაიერნში" დამძიმდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ დაუკავშირეს არიენ რობენს, რომელიც რობერტ ლევანდოვსკისთან კონფლიქტში იმყოფება.

ბრიტანული მედია ირწმუნება, რომ ლუი ვან გაალი ჰოლანდიელი ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება, რომელიც არცთუ სასიამოვნო გახდა არიენისთვის მას შემდეგ, რაც პოლონელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ რობენი ზედმეტად ეგოისტი ფეხბურთელია იმისთვის, რომ მასთან ერთად ითამაშოს.

ლევანდოვსკი, რომელსაც პეპ გვარდიოლას გუნდში ჩატარებულ 17 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, დუგლას კოშტასა და კინგსლი კომანთან თამაშს ამჯობინებს.

რობენს ამაზე კარგი რეაქცია არ ჰქონია და იანვარში შესაძლოა, "ალიანს არენა" დატოვოს.

32 წლის ვინგერს ლუი ვან გაალთან კარგი ურთიერთობა აქვს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებში ჩამოყალიბდა.

რობენს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში მინიმუმ სამი წლის განმავლობაში შეუძლია, თუმცა სათამაშო პრაქტიკას გვარდიოლას გუნდში ვერ იღებს.

ტრავმის მიღების შემდეგ რობენმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მაგრამ ჰოლანდიის ნაკრებში უელსის წინააღმდეგ დაბრუნდა და ორი გოლი გაიტანა.

წყარო: mirror
ახალი ამბები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
16 ნოემბერი 2015 13:35
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო უკეთესი ხდება მგონი, მარა 32 წლის იქნება უკვე იანვარში და თან ისეთი სიხშირით ტრავმიანობს არამგონია ღირდეს გარისკვა :/ თან პრემიერ ლიგის დატირთვის გაძლება ხუმრობა საქმე რო არაა ყველამ იცის.
0
№2
ავტორი: A.HERRERA
16 ნოემბერი 2015 13:49
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
თუ ესეც ისეთივე იაფი დაგვიჯდება, როგორც ბასტიანი რატომაც არა, მითუმეტეს ჯერ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 ნოემბერი 2015 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტრამვის მერე აშკარად მოუკლო და არა მგონია ამის ყიდვა გამართლებული იყოს. რაც არ უნდა იყოს 32 წლის ფეხბურთელია...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2015 14:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მსოფლიოს მერე უნდა მოეხერხებინა და დაეთრია.ასაკშია მარა კიდევ შეუძლია ამათ აჯობოს
0
№5
ავტორი: RojoDiablo
16 ნოემბერი 2015 14:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მარჯვენა ფლანგის პრობლემა გვაქვს და რობენზე უკეთესს თითქმის ვერ ვიპოვით ბაზარზე. ყოველ მატჩში არც იქნება ძირითადში, მაგრამ სხვა ტურნირებზეც თუ გვინდა წარმატების მიღწევა ნამდვილად არ გვაწყენს გუნდში რობენის ყოფნა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Count Alucard
16 ნოემბერი 2015 15:05
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სრულიად შესაძლებელია, თან დეპაი ბევრს ისწავლის რობენთან მუდმივი კონტაქტით, მართალია არ მინდა მილანივით კათარზისი გვქონდეს, მაგრამ საჭიროა მარჯვენა ფლანგის გამოფხიზლება და მგონი რობენი ზუსტად ის იქნება ვინც ამას შეძლებს.
0
№7
ავტორი: Gio Ghonghadze
16 ნოემბერი 2015 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
კარგი იქნება
0
№8
ავტორი: redarmy10
16 ნოემბერი 2015 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
კარგი იქნება ლიგისთვის დახატავდა მაგრამ 50 მლნც ბევრია ახლა ამისთვის ერთი ორი სეზონის მეტს ვერგაქაჩავს.ამას ბეილის ყიდვა ჯობს თუგამოვიდა.ისე არც ეს იქნებოდა ცუდი ვარიანტი ფულის მეტი რააქვთ იყიდონ ; დ
0
№9
ავტორი: ViDa
17 ნოემბერი 2015 00:01
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ფასს გააჩნია და იმის მიხედვით. უკვე ასაკშია, თორე როგორ მინდა ეს მელოტი გუნდშიი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top