"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ "წითელმა ეშმაკებმა" მადრიდის "რეალიდან" არა კრიშტიანუ რონალდუ, არამედ გარეტ ბეილი უნდა შეიძინონ.
"ოლდ ტრაფორდზე" რონალდუს დაბრუნების იდეა უკვე რამდენიმე წელია განიხილება და როგორც შეიმჩნევა, "რეალის" დატოვება თავად რონალდუსაც სურს.
ჭორების თანახმად, ვან გაალი მზადაა პორტუგალიელს თავის გუნდში ადგილი და ლიდერის როლი შესთავაზოს, თუმცა გარი ნევილს მიაჩნია, ამისთვის გარეტ ბეილი უფრო გამოდგება.
"ოლდ ტრაფორდზე" რონალდუს დაბრუნების იდეა კარგია. იქ გატარებული უახლოესი წლები მისთვის გედის სიმღერა იქნებოდა.
ორი წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედში" რონალდუ რაღაც საოცრებებს სჩადიოდა, მისი თამაშის ყურება ნამდვილი პრივილეგია იყო.
მაგრამ კრიშტიანუსადმი პატივისცემის მიუხედავად მსურს, რომ ბეილი შევიძინოთ", - განაცხადა ნევილმა.