"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა კვლავ გააკრიტიკა ლუი ვან გაალი და განაცხადა, რომ მისი ფილოსოფია კლუბისთვის სრულიად ზედმეტია.
მას შემდეგ, რაც "იუნაიტედის" სათავეში ვან გაალი ჩადგა, სქოულზი ხშირად აკრიტიკებს ჰოლანდიელს. ლუი კი თავს იმით იცავს, რომ აცხადებს, მისი გუნდი ფილოსოფიასთან შეგუების პროცესშია.
ინგლისელი თვლის, რომ ვან გაალმა ყოველგვარი ფილოსოფია უნდა დაივიწყოს და ამის ნაცვლად "იუნაიტედს" საფირმო ფეხბურთი უნდა ათამაშოს.
"საუკეთესო 13 თვე ნამდვილად არ იყო, მაგრამ უკეთესია, ბევრი არ ვილაპარაკო, რადგან შეიძლება ლუი მისმენდეს! საუბრებია ფილოსოფიის, პროცესის შესახებ.
ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედს" არ სჭირდება ფილოსოფია. გულშემატკივარს შემტევი ფეხბურთისა და გოლების ნახვა სურს - აი "იუნაიტედის" სტილი.
თუმცა სასიამოვნოა გუნდში ჯესი ლინგარდის ხილვა. ეს ახალგაზრდა ბიჭი გუნდის აღზრდილია და კარგად თამაშობს. ვფიქრობ, ცსკა-ს წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში საუკეთესო იყო.
მიუხედავად ამისა, სიამოვნებას მაინცდამაინც ვერ ვიღებ "იუნაიტედის" თამაშით. უბრალოდ ვცდილობ, მაქსიმალურად სამართლიანი ვიყო", - განაცხადა სქოულზმა.