ინგლისის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, როი ჰოჯსონმა 17 ნოემბერს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის, რომელშიც "სამი ლომი" საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ჯესი ლინგარდი გამოიძახა.
"იუნაიტედის" 22-წლის შემტევის გამოძახება, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ესპანეთთან შეხვედრაში მაიკლ კერიკმა ტრავმა მიიღო და მანჩესტერში დაბრუნდა. ამრიგად ინგლისის ეროვნულ გუნდში "ეშმაკთა" რიცხვი არ შემცირდება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯესი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მართალია იგი რეგულარულად ასპარეზობდა ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, თუმცა ქვეყნის პირველი გუნდის ფორმა აქამდე არცერთხელ მოურგია.
ლინგარდმა ჰოჯსონის ყურადღება ბოლო რამდენიმე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ მიიქცია, მას შემდეგ რაც ლუის ვან გაალმა ინგლისელ ახალგაზრდას ნდობა გამოუცხადა ჯესი საკმაოდ კარგად გამოიყურება, მან პრემიერ ლიგის ბოლო ტურში სადებიუტო გოლიც გაიტანა, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "ცსკა"-ს წინააღმდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა და უეინ რუნის გაატანინა, რითიც "იუნაიტედმა" ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მიამატა აქტივს.
ინგლისსა და საფრანგეთს შორის ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 არის დაგეგმილი, არის შანსი რომ შეხვედრა არ შედგეს, საფრანგეთის დედაქალაქში დატრიალებული საშინელი ამბების გამო, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი განრიგის მიხედვით მიდის.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.