''ოლდ ტრაფორდმა'' ლეგენდებს უმასპინძლა. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ლეგენდებმა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს უმასპინძლეს და დამაჯერებლად დაამარცხეს.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდის კაპიტანი ბექჰემი გახლდათ, მწვრთნელი- სერ ალექს ფერგიუსონი, ლუიშ ფიგუ- დანარჩენი მსოფლიოს თერთმეტეულის კაპიტანი. წესით, მსოფლიოს გუნდისთვის ზინედინ ზიდანს უნდა ეკაპიტნა, თუმცა პარიზში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო თამაშზე უარი თქვა, ისევე როგორც, პატრიკ ვიეირამ. მსოფლიო გუნდის მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტი ვიხილეთ.
"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრას 75000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ბილეთებიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
დიდი ბრიტინეთისა და ირლანდიის ლეგენდები – მსოფლიოს ლეგენდები 3:1
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდი: დევიდ ჯეიმსი, ფილ ნევილი, ნიკი ბატი, კემბელი, დევიდ ბექჰემი, პიტერ კრაუჩი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ჯეიმი კარაგერი, დარენ ფლეტჩერი, ჯონ ტერი.
მსოფლიოს გუნდი: ედვინ ვან დერ სარი, კაფუ, სილვესტრი, ფერნანდო კოუტუ, ლუიშ ფიგუ, რობერტ პირესი, პატრიკ კლიუვერტი, ოლე სოლსკიაერი, კლარენს ზეედორფი, ჯი სუნგ პარგი, რონალდინიო.
მიმოხილვა
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი
მიმოხილვები, სრული მატჩები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.