თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2015, 11:30
ავტორი: Mufc7,
ნანახია: 23625,
კომენტარები: 3
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ლეგენდებმა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები დაამარცხეს
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ლეგენდებმა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები დაამარცხეს
''ოლდ ტრაფორდმა'' ლეგენდებს უმასპინძლა. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ლეგენდებმა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს უმასპინძლეს და დამაჯერებლად დაამარცხეს.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდის კაპიტანი ბექჰემი გახლდათ, მწვრთნელი- სერ ალექს ფერგიუსონი, ლუიშ ფიგუ- დანარჩენი მსოფლიოს თერთმეტეულის კაპიტანი. წესით, მსოფლიოს გუნდისთვის ზინედინ ზიდანს უნდა ეკაპიტნა, თუმცა პარიზში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო თამაშზე უარი თქვა, ისევე როგორც, პატრიკ ვიეირამ. მსოფლიო გუნდის მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტი ვიხილეთ.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრას 75000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ბილეთებიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

დიდი ბრიტინეთისა და ირლანდიის ლეგენდები – მსოფლიოს ლეგენდები 3:1

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
გოლები: სქოულზი (14'), 3:1 ოუენი (63', 85'), 2:1 იორკი (67')
მსაჯები: პირლუიჯი კოლინა, ენტონი ტეილორი

შემადგენლობები

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდი: დევიდ ჯეიმსი, ფილ ნევილი, ნიკი ბატი, კემბელი, დევიდ ბექჰემი, პიტერ კრაუჩი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ჯეიმი კარაგერი, დარენ ფლეტჩერი, ჯონ ტერი.

მსოფლიოს გუნდი: ედვინ ვან დერ სარი, კაფუ, სილვესტრი, ფერნანდო კოუტუ, ლუიშ ფიგუ, რობერტ პირესი, პატრიკ კლიუვერტი, ოლე სოლსკიაერი, კლარენს ზეედორფი, ჯი სუნგ პარგი, რონალდინიო.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 ნოემბერი 2015 11:34
  • სიახლეები: 1566
  • კომენტარები: 12134
მემგონი ნახევარდაცვის უკან დაბრუნებაზე უნდა იზრუნონ. სქოულზი, ბექჰემი გიგზი და ბატი უფრო მეტად უტევდნენ და ურტყამდნენ ვიდრე დღევანდელი გუნდი wink

დიდი სანახაობა იყო, ერთადერთი იმაზე დამწყდა გული რომ ზიდანი არ იყო საპატიო მიზეზების გამო, საზეიმოდ უნდა ყოფილიყო საქმე მაგრამ არ გამოვიდა
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 ნოემბერი 2015 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი თამაში გამოვიდა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ის ხალხიც ჩამოსულიყო სათამაშოდ ვინც თავიდანვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზავთ.

სქოულზი და ვან დერ საარი მგონი არასდროს დაბერდებიან love wink
0
№3
ავტორი: Mufc7
15 ნოემბერი 2015 12:05
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ მე და გამყვება დიდი ხნით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 დეკემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
18 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი
კოლჩესტერი
ინგლისის ლიგის თასი
21 დეკემბერი 2019, 18:00
უოტფორდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ევერტონი15 დეკემბერი
კოლჩესტერი18 დეკემბერი
უოტფორდი21 დეკემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი4
ალკმაარი0
ევროპა ლიგა
7 დეკემბერი 2019, 21:30
სიტი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
4 დეკემბერი 2019, 23:30
იუნაიტედი2
ტოტენჰემი1
პრემიერ ლიგა
ალკმაარი12 დეკემბერი
სიტი7 დეკემბერი
ტოტენჰემი4 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top