დღეს ''ოლდ ტრაფორდმა'' ლეგენდებს უმასპინძლა. საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა დიდებულმა ადამიანებმა, როგორებიც რაიან გიგზი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, პოლ სქოულზი, დევიდ ბექჰემი, ედვინ ვან დერ სარი და სხვები არიან. მათ "მატჩი ბავშვებისთვის" გამართეს.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდის კაპიტანი ბექჰემი გახლდათ, მწვრთნელი- სერ ალექს ფერგიუსონი, ლუიშ ფიგუ დანარჩენი მსოფლიოს თერთმეტეულის კაპიტნად, ხოლო მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტი ვიხილეთ.
მატჩი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
შემადგენლობებიდიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდი: დევიდ ჯეიმსი, ფილ ნევილი, ნიკი ბატი, კემბელი, დევიდ ბექჰემი, პიტერ კრაუჩი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ჯეიმი კარაგერი, დარენ ფლეტჩერი, ჯონ ტერი.
მსოფლიოს გუნდი: ედვინ ვან დერ სარი, კაფუ, სილვესტრი, ფერნანდო კოუტუ, ლუიშ ფიგუ, რობერტ პირესი, პატრიკ კლიუვერტი, ოლე სოლსკიაერი, კლარენს ზეედორფი, ჯი სუნგ პარგი, რონალდინიო.