"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ ლუი ვან გაალი თავად არის დამნაშავე უეინ რუნის ცუდ თამაშში.
მიმდინარე სეზონში 30 წლის რუნი რეგულარულად ხდება კრიტიკის საგანი - რუნი მოედანს ხშირად არათუ გოლის, არამედ კარში დარტყმის ან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთთან შეხების გარეშე ტოვებს.
თუმცა შერინგემი თვლის, რომ უეინის ბომბარდირულ ნიჭში დაეჭვება არ ღირს.
"იუნაიტედის" ლეგენდა ვან გაალს ურჩევს გუნდის კაპიტანს საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს და რუნიც გოლების გატანას დაიწყებს. "რუნი გოლებს გაიტანს, თუ სამუშაოსთვის საჭირო პირობებს მიიღებს. მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია ეს.
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თავდასხმაში მარტო თამაში ძალიან რთულია. ცოტა ფეხბურთელს შეუძლია ამ ტვირთის ზიდვა. ეს როლი ნამდვილად არ მომეწონებოდა. სიახლოვეს ყოველთვის მყავდა პარტნიორი.
ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" რაღაც განსხვავებულს ცდის და ეს სულაც არ ერგება რუნის. უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მისთვის შესაფერის სისტემას იპოვნიან. მწვრთნელმა ამაზე უნდა იმუშაოს", - განაცხადა შერიგენმმა.