თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2015, 22:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3338,
კომენტარები: 6
იანუზაი "იუნაიტედში" არ დაბრუნდება
ბელგიელი დორტმუნდში რჩება.
იანუზაი
დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ზორკმა იანვარში ადნან იანუზაის დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედში" გამორიცხა.

გერმანულმა კლუბმა ადნანი აგვისტოში იჯარის წესით აიყვანა. ბელგილმა "ბორუსიას" რიგებში ჩატარებულ პირველივე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა "სანკტ-პაულის" წინააღდეგ ამხანაგურ შეხვედრაში.

თუმცა 20 წლის ფეხბურთელის პროგრესი მომავალში შეფერხდა. იანუზაი გერმანიის ჩემპიონატში ტომას ტუხელის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, თუმცა ევროპის ლიგასა და გერმანიის თასზე მონაწილეობის საშუალება აქვს.

ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ჭორები, რომ იანუზაი ნაადრევად დაბრუნდებოდა მანჩესტერში, რამეთუ "იუნაიტედი" უფრო მეტ სათამაშო დროს მოითხოვდა და მისცემდა. თუმცა ზორკმა სცენარის ასეთი განვითარება გამორიცხა.

"ამჟამად ეს შეუძლებელია", - განაცხადა ზორკმა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 ნოემბერი 2015 23:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იყოს ჯერ სადაცაა. ძლივს ლინგარდს სათამაშო დრო მიეცა, პერეირაც სულ ჩაიაკრგება და კიდევ ერთი კონკურენტი არ სჭირდებათ. ბორუსიაში ბევრად მეტი სათამაშო დრო ექნება ვიდრე აქ
0
№2
ავტორი: A.HERRERA
15 ნოემბერი 2015 23:18
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ლინგარდის გამოჩენამდე კი იყო საჭირო მარა ახლა აღარაა აუცილებელი დაბრუნდეს. ჯობია დარჩეს დორტმუნდში სეზონის ბოლომდე.
0
№3
ავტორი: Count Alucard
15 ნოემბერი 2015 23:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მგონი ყველასთვის აჯობებს თუ წლის ბოლომდე დარჩება დორტმუნდში, აშკარად არ არის გუნდში ადნანის ადგილი და ჯობია განვითარდეს უკეთ.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 ნოემბერი 2015 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რახან ამბობს შეუძლებელიაო ესეიგი იჯარა სეზონის ბოლომდე ითვალისწინებს იანუზაის დროტმუნდში ყოფნას. ასეა თუ ისე მაინც უნდა დარჩეს ჩემი აზრით იანუზაი სადაც არის და სეზონის ბოლოს ვნახოთ რა როგორ იქნება. ლუი ალბათ ერთ შანსს კიდე მისცემს და ისიც თუ ვერ გამოიყენა ადნანმა მაშინ ალბათ საბოლოოდ გაუშვებენ.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
16 ნოემბერი 2015 14:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პრაქტიკა თუ არ ექნება რა აზრი აქვს მის დატოვებას ვერ ვხვდები. ორ-სამ კვირაში ერთ თამაშს თუ ჩაატარებ რა გავლენა უნდა იქონიო გუნდზე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Gio Ghonghadze
16 ნოემბერი 2015 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
თუ არ გადმოვა ეგ მაქდარდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top