"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი შიშობს, რომ პრემიერ ლიგა ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე საგზურს დაკარგავს.
ინგლისური კლუბების წარუმატებელმა ბოლო დროინდელმა გამოსვლებმა ევროპულ არენაზე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ინგლისური საგზური.
ვუდვორდი ამის შესაძლო მაგალითებს ხსნის და შიშობს, რომ დღევანდელი რეალობის გაგრძელების შემთხვევაში მოვლენა გარდაუვალი იქნება.
"ბოლო მონაცემების თანახმად, ევროთასებზე ბოლო პერიოდში ყველაზე კარგად იტალია და საფრანგეთი გამოდიან. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჩვენი გუნდები ასე გამოსვლას გააგრძელებენ და საშუალო ან თუნდაც არადამაკმაყოფილებელ შედეგებს აჩვენებენ მაშინ, როცა იტალიური და გერმანული კლუბები პირიქით, არ მოუკლებენ, იარსებებს რისკი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე საგზურს დავკარგავთ.
რადგანაც უეფა-ს რეიტინგი ყოველი კლუბის გამოსვლაზეა დაფუძნებული, რთულია ვთქვა, რა მოეთხოვება A ან B გუნდს. ყველაზე მთავარია იტალიური და გერმანული გუნდების გამოსვლასთან შედარებითი ანალიზი.
უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ისევე ცუდად ვიასპარეზებთ, როგორც წინა სეზონში, ხოლო იტალია და გერმანია მიმდინარე წლის დონეზე დარჩებიან, უკვე მომდევნო სეზონში საფრთხეში იქნება მეოთხე საგზური," - განაცხადა ვუდვორდმა.