"მანჩესტერ იუნაიტედს" მაიკლ კერიკი შესაძლოა რამდენიმე კვირით ვერ დაეხმაროს, რადგან ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრების მატჩში ტერფის იოგები დაიზიანა.
34 წლის მცველი ინგლისელთა ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა ალიკანტეში, რათა ესპანეთის ნაკრებს დაპირისპირებოდა. მატჩი ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მაიკლ კერიკმა კი შეხვედრის კომპენსირებულს დროში ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ვეტერანი, რომელმაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა, სიღრმისეულ გამოკვლევას დაელოდება, რათა ტრავმის სიმძიმე დადგინდეს.
"სამ ლომთა" მთავარმა მწვრთნელმა კი მაიკლის შესახებ განაცხადა: "როგორც ჩანს, საქმე ცუდად აქვს. ტერფი სერიოზულად გადაუბრუნდა და ჩვეულებრივ, ეს იოგების დაზიანებას ნიშნავს. მაგრამ დანამდვილებით არ გვეცოდინება, სანამ ხვალ რენტგენურ გადაღებას არ მოვახდენთ და გამოკვლევებს ჩავატარებთ".