თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2015, 11:33
ავტორი: The Special One,
ნანახია: 3381,
კომენტარები: 7
ერერა: "ვცდილობ, სქოულზს მივბაძო"
ესპანელმა პლეიმეიკერი კვლავ სქოულზის შესახებ საუბრობს.
ერერა:
ანდერ ერერამ აღიარა, რომ მისი მისაბაძი ფეხბურთელი პოლ სქოულზია, რომელიც "მანჩესტერ იუნატედის" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 700-ზე მეტი თამაში ჩაატარა ყველა ჩემპიონატზე ერთად, ეს ყველაფერი კი მან 1994 წლიდან 2013 წლამდე გააკეთა.

ერერამ გამოხატა აღტაცება სქოულზის მიმართ და იგი იმედოვნებს, რომ იქნება ისეთივე სრულყოფილი ნახევარმცველი, როგორიც ინგლისელი იყო.

"მე მახსოვს სქოულზი, რომელსაც შეეძლო დაცვაში თამაში, შეტევაში, ჰქონდა უნიკალური პასი, იყო ყველაფერში საუკეთესო. იგი იყო სრულყოფილი ფეხბურთელი.

ვიცი, რომ ეს სქოულზი ერთადერთია, მაგრამ ვცდილობ, მას დავემსგავსო, ვცდილობ, მისგან ვისწავლო. ვცდილობ, რომ გავიტანო გოლი, ვცდილობ, ვითამაშო კარგად დაცვაში. მე ვარ ერერა, ის არის სქოულზი და ჩვენ ვართ, რაღა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავებული ფეხბურთელები.

როცა შენ ფიქრობ "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ნახევარმცველზე, გონებაში პოლი მოგდის. მე მახსოვს მის მიერ ნათამაშები თამაში ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ.

"იუნაიტედმა" ეს თამაში 1-0 მოიგო სქოულზის გოლით, ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და მე მასში დავინახე რაღაც განსხვავებული.

იგი ყოველთვის თამაშობდა წყნარად, როცა იგი გაზონზე იყო, საუკეთესო იყო.

ფეხბურთში არ არის ადვილი, მიიღო გადაწყვეტილება, როცა შენ 70.000 ადამიანი გიყურებს ტრიბუნიდან, ხალხი სკანდინირებს შენს სახელს, ისინი გიმღერიან"


წყარო: Goal.Com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
14 ნოემბერი 2015 11:39
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეჰ შენ რამდენიც არ უნდა ეცადო ახლოსაც ვერ მიხვალ სქოულზთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: RojoDiablo
14 ნოემბერი 2015 11:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეჰ, პოლის მაგ გოლის დროს რაც ვიყვირეთ. ფერგისაც პატარა ბავშვივით უხაროდა. იმდენად ფინალი არა, რამდენადაც ბარსას დამარცხება.,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
14 ნოემბერი 2015 15:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფეხბურთიდან წასული უკან რო მოაბრუნეს და მარტო მაშინ რო ეშველა გუნდს მაშინ გამოჩნდა მარტო მაგის სიძლიერე
0
№4
ავტორი: Mufc7
14 ნოემბერი 2015 15:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მე ვარ ერერა, ის არის სქოულზი

ისტორია სწორედ ერერას სახელით უნდა დატოვოს და არა-მეორე სქოულზით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: AkkRed
14 ნოემბერი 2015 17:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სქოულზის ნაირი მასწავლებელი როგორ დახატავდა არა და ერერას, არც ახლა ჰყავს ნაკლები, მაგრამ სქოულზი სულ სხვა დონეა.
0
№6
ავტორი: Count Alucard
14 ნოემბერი 2015 19:24
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
კარგია, გემოვნება ქონია და იცის ვის უნდა მიბაძოს, მაგრამ რამდენად გამოუვა პოლივით თამაში ეგაა საკითხავი.
0
№7
ავტორი: temo-scholes
14 ნოემბერი 2015 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ნუ სწორ გზას ადგახარ შვილო wink fellow
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top