ანა ივანოვიჩი აუსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე მანჩესტერში გადაბარგდა, რათა ბასტიან შვაინშტაიგერს თავის დამკვიდრებაში დაეხმაროს.
ჩოგბურთის ვარსკვლავი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-16 ადგილს იკავებს, "ბოლტონ ტენის არენაზე" და "დიდსბერი ლოუნ ტენის ქლაბში" ვარჯიშობს, რათა 18 იანვრიდან მელბურნის ტურნირზე მიიღოს მონაწილეობა.
შვაინშტაიგერი "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ფორმის აღდგენას ვერ ახერხებს და ანა ივანოვიჩს სურს ფეხბურთელს ამაში დახმარება გაუწიოს.
ნახევარმცველმა უკვე დაიმსახურა "ოლდ ტრაფორდის" სიყვარული, თუმცა მას ჯერ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი არაფერი მოუმოქმედებია.
შვაინშტაიგერი საფრანგეთის ღია პირველობასა და უიმბლდონის ტურნირზე ივანოვიჩის მატჩებს დაესწრო, ჩოგბურთელის ფსიქოლოგმა ჰოვარდ გრინმა კი განაცხადა, რომ ფეხბურთელის ყოფნამ ანას მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დახმარება გაუწია.