დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების კომისიამ (ASA) ბუკმეკერული კომპანია Ladbrokes-სი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერის, მემფის დეპაის ფოტოსურათის რეკლამაში გამოყენების გამო გააფრთხილა.
კომპანიამ თავის მომხმარებლებს თანხის დაბრუნების ვარიანტით შეთავაზება ელექტრონულად გაუგზავნა, რომელიც მემფის დეპაის ფოტოგრაფიით გააფორმა. ეს კი კანონდარღვევაა, რადგან ბრიტანული კანონი კრძალავს 25 წელზე ნაკლები ასაკის მქონე პირების ნიმუშების გამოყენებას რეკლამებში, რომლებიც აზარტულ თამაშებს უკავშირდება.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც წერილი მიიღო, დარღვევის შესახებ ASA-ს კომისიას აცნობა, რომელმაც ასეთი გზავნილების კანონები დააწესა და მისი მომდევნო გამოყენება აკრძალა.