პრესა ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძლება მარიო გომესი შეიძინოს, რომლის ფასი 14 მლნ. ფუნტია.
ლუი ვან გაალი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და მასთან ერთად მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდა.
მიმდინარე სეზონში "იუნაიტედს" თავდასხმაში პრობლემები აქვს, გომესი კი არის მოთამაშე, რომელსაც ვან გაალის მძიმე ფეხბურთში კორექტირების შეტანა შეუძლია და პრობლემის გადაჭრა.
30 წლის ფორვარდი ამჟამად "ბეშიქთაშში" თამაშობს, რომლის პრეზიდენტმა ფიქრეთ ორმანმა განაცხადა, რომ გომესის გაყიდვა შესაძლებელია.
"სეზონის დასასრულს, თუ რომელიმე კლუბი გომესის შეძენას მოისურვებს, 20 მლნ. ევრო უნდა შემოგვთავაზოს ან უფრო მეტი, რადგან ვფიქრობ, ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიის ნაკრების ფორვარდზე, რომელმაც თავისი შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე დაამტკიცა", - ნათქვამია ორმანის განცხადებაში.