ფილ ჯონსმა მის ყოფილ თანაგუნდელსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ მცველზე ისაუბრა და ქება-დიდება არ დაიშურა.
"რიო უბრალოდ ემოციებს აღძრავს. ყოველთვის, როცა მასზე ვსაუბრობ, ემოციებს აღძრავს, იქნება ეს ჩემ, გუნდის თუ ჩვეულებრივი ცხოვრების შესახებ. ყველაფერს, რასაც ამბობდა, ვუსმენდი და მესმოდა ყველაფერი, რის თქმასაც ცდილობდა. ყველაფერს მიხსნიდა. შესანიშნავი ადამიანი იყო, როცა რამეში მისი დახმარება გჭირდებოდა. მისი ლიდერობის უნარები, სიმშვიდე და თამაშთან დაკავშირებული ყველაფერი მსოფლიო კლასის იყო. როცა ფორმის პიკში იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო, თუ საუკეთესო არა.
პარტნიორობა, რომელიც ნემანია ვიდიჩთან ჰქონდა, გასაოცარი იყო. ეს გეხმარება, თუ მოედანზე ერთმანეთის გესმით, რასაც ისინი აკეთებდნენ, მაგრამ კომუნიკაცია მოედანზე გადამწყვეტია. ყველაფერს ხედავს, რაც შენ წინ არის და ცდილობ, ორივე გააკეთო - საგნების შემჩნევა და მათი კონტროლქვეშ აყვანა. ეს წყვილი ამაში საუკეთესო გახლდათ.
რიოს გამორჩეული მატჩები უამრავი ჰქონდა. დიდი თასების ფინალებში ვუყურებდი, მაშინაც კი, როცა "იუნაიტედში" არ ვთამაშობდი და მახსოვს, როგორ ვფიქრობდი ჩემთვის, რომ ერთ დღეს ასეთ დონეზე თამაში მინდოდა. ამ ორი ფეხბურთელის წყვილს ვეთაყვანებოდი.
მის გვერდით თამაში დიდებული იყო. ყველაზე კარგად რაც მახსოვს, ის არის, რომ ენას არასდროს აჩერებდა! ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იზრდება და გუნდში თავის დამკვდირებას ცდილობს, უკეთესს ვერავის უპოვნი, ვისგანაც ისწავლის. ყოველთვის გეხმარებოდა და გესაუბრებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყავი. რწმუნდებოდა, რომ მოედანზე ცხოვრებას გაიადვილებდა. ასეთ რამეს შეიძლება გულშემატკივარი და სხვა ფეხბურთელები ვერ ამჩნევენ, მაგრამ მე ვხედავდი და ეს დიდი დახმარება იყო.
უდიდესი პიროვნება იყო გასახდელში და ხუმარაც. მაგრამ, როცა საჭირო იყო სერიოზულობა, სერიოზული იყო. როცა საქმე კეთდებოდა, საქმის მიხედვით უდგებოდა! ფერდინანდი ნამდვილად უნდა იყოს კლუბის დიდებულ ფეხბურთელებს შორის", - განაცხადა ჯონსმა.