"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების მცველი კრის სმოლინგი საუკეთესო ფორმაში იმყოფება. მისი მიღწევა ერთ დიდ ისტორიას მოიცავს. ადამ ბეიტი მის წარსულს განიხილავს, დაწყებული "მეიდსტოუნიდან" დამთავრებული "იუნაიტედამდე".
ვან გაალის სავარჯიშო ფილოსოფიას ბევრი მისი ფეხბურთელი არ ემხრობა და ამბობენ, რომ იგი ძალიან მოსაბეზრებელია. მაგრამ კრის სმოლინგი, რომელშიც გუნდმა 10 მილიონი ფუნტი გადაიხადა და "ოლდ ტრაფორდზე" ოთხი სეზონი გაატარა, ასე არ ფიქრობს და აგრძელებს პროგრესირებას. ეს მისი ერთ-ერთი დიდი პლუსია.
"ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ და ყოველთვის ვამუშავებთ ტაქტიკას მოედანზე" - ამბობს სმოლინგი.
"ყველა ამუშავებს თამაშს საკუთარ პოზიციაზე და ცდილობს საკუთარი თავი უკეთესად გამოაჩინოს. ყველამ იცის რა სჭირდება და რას ითხოვს მწვრთნელი ჩვენგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იცი რა უნდა გააკეთო. ყველა მწვრთნელი, ვისთანაც კი მიმუშავია, ლუი ვან გაალის ჩათვლით, მეხმარებოდნენ."სმოლინგის პროგრესი წარმატების ნაწილია ჰოლანდიელის კარიერაში, რაც იგი "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგდა. სმოლინგის ტრავმები წარსულს ჩაბარდა, ასევე დაუვიწყარი ფაქტია მისი წითელი ბარათი "სიტის" წინააღმდეგ. მაგრამ დღეს იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
ალბათ, ბევრია გაკვირვებული კრისის ასეთი გამოსვლით, მაგრამ ყველაზე მეტად გაოცებული ალან უოლკერი დარჩა. ალანი "მეიდსტოუნის" მწვრთნელია და სწორედ მისი მეთაურობის დროს მოხდა სმოლინგის დებიუტი ჭაბუკთა თასზე 2007 წელს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სეზონის ნახევარი არაჩვეულებრივად ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად სწავლაზე იყო კონცენტრირებული.
"მან მიიღო შანსი და გამოიყენა კიდეც",-ამბობს უოლკერი.
"კრისი ჩვენს რეზერვებში თამაშობდა. თანამშრომლები მეუბნებოდნენ, რომ იგი კარგი ბიჭი იყო და ამიტომ გადავწყვიტე დავსწრებოდი მის თამაშებს რამოდენიმეჯერ. ჩვენ ავიყვანეთ იგი პირველ გუნდში და იმედებიც გაამართლა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, არც ერთი ჩვენგანი ელოდა, რომ ბიჭი ამდენს მიაღწევდა. იმედებს ვამყარებდით, მაგრამ ასეთი გამორჩეულიც არ იყო"."მისი უპირატესობა - ათლეტურობა იყო - მისი სიმაღლე და ძალა, რაც მას უპირატესობას ანიჭებდა. იგი ყოველთვის გამორჩეული იყო ამ ასპეკტში. კრისს შეეძლო ერბინა, როგორც ქარს და დარბოდა დაუღლელად. მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისითა და თამაშით მეორე სართულზე, იგი არ გამოირჩეოდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში ძალიან სუსტი იყო. ამავდროულად, ბევრ სავარჯიშო დროს მოითხოვდა მისი პასებიც".
"იგი არაჩვეულებრივი ბიჭი იყო და ძალიან მორიდებული. სმოლინგი აკეთებდა ზუსტად იმას, რასაც დაავალებდი. იქნებოდა ეს პერსონალურად რომელიმე ფეხბურთელის აყვანა თუ სივრცის მოძებმა, არ აქვს მნიშვნელობა, იგი ამას გააკეთებდა. ბიჭის ტემპერამენტი ფანტასტიური იყო."შედეგად, იგი უკეთესი გახდა. ბევრად უკეთესი. სმოლინგმა წარმატება მარჯვენა ფლანგზე მოიპოვა "მეიდსტოუნში".
"ჩვენ იგი მარჯვენა ფლანგზე გადავანაცვლეთ და იქ დაუჯერებლად თამაშობდა. მისი ჩარბენები შთამბეჭდავი იყო. რამდენიმე კვირა სმოლინგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა. მალე კი "ფულჰემიც" შეგვეხმიანა. ზოგადად, ფეხბურთელები, რომლებიც ასეთი დაბალი დონის გუნდში თამაშობენ და ლიგაშიც არ იმყოფებიან ვერ ამართლებენ. მაგრამ, კრისი გამონაკლისი აღმოჩნდა, მან გაუღო გემო მაღალი დონის ფეხბურთს და გაიფიქრა "ეს ჩემი მომენტია ". გულწრფელად, ძალიან მოხარული ვარ მისი წარმატებით"."პატივსაცემია ის ფაქტი, თუ როგორ მუშაობდა კრისი საკუთარ თავთან. არავინ არ ეხმარებოდა მას ისე, როგორც იგი საკუთარ თავს. როდესაც მე დაველაპარაკე ბილი მაკინლის, "ფულჰემის" იმ დროინდელ მწვრთნელს, მითხრა, რომ გაოცებულია მისი მონდომებით და პროგრესით. იგი მუშაობდა, მუშაობდა და მუშაობდა გაუმჯობესებისთვის."პოლ კონჩესკი "ფულჰემისა" და ინგლისის ნაკრების მცველი იყო იმ დროს. იგი იხსენებს სმოლინგის გამოჩენას "ფულჰემში":
"მან რამდენიმე თამაში ჩაატარა ჩემთან ერთად ძირითადში და ბევრ შეცდომას უშვებდა, გულწრფელად რომ გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, როგორ მოხვდა იგი ჩვენს გუნდში"."მაგრამ იგი ჯერ ახალგაზრდა იყო. ჯერ არ ჰქონდა გამოცდილება ამ დონეზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო თამაში მისთვის. სმოლინგი მუდამ რჩებოდა ვარჯიშის შემდეგ და ამუშავებდა ყველა დეტალს რაშიც სუსტი იყო."კონჩესკი აქებს როი ჰოჯსონის მიდგომას სმოლინგის მიმართ. ინგლისის მწვრთნელის მეთოდები, რომელიც მოითხოვდა ბევრ მუშაობას ფიზიკურ მონაცემებზე და პოზიციებზე, ზოგისთვის მოსაბეზრებელი იყო, მაგრამ არა სმოლინგისთვის.
"როიმ დაინახა მასში რაღაც და ცდილობდა, ამ რაღაცას შედეგი გამოეღო.""ხალხი ამბობს, რომ ჩვენ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და სმოლინგის შემთხვევაც ასეთი იყო. იგი უმჯობესდებოდა იმ ასპეკტებში, რაშიც მოიკოჭლებდა. მას შეეძლო სირბილი და ფიზიკურადაც ძლიერია. იგი გამუდმებით ამუშავებდა თავის პოზიციას, პასებს და მეორე სართულს. დღევანდელი მისი შედეგი დიდი და რთული გზის საფასურია, რის გამოც დიდ პატივს ვცემ."შედეგად, სმოლინგი იქაა სადაც საჭიროა და ამას სტატისტიკაც კარგად აღწერს. მისი პირველი სეზონი "იუნაიტედში" არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ დღეს იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი სახეა. მის სახელზე ყველაზე მეტი წარმატებული საჰაერო ბრძოლაა ამ სეზონში. სერ ალექსის სიტყვები გამართლდა, როდესაც იგი "ოლდ ტაფორდზე მოიყვანა, ფერგი მას მოიხსენიებდა როგორც ფეხბურთელს, რომელსაც უყვარს დაცვაში თამაში და იგი იდეალურია მისი შემადგენლობისთვის. ასევე, შოტლანდიელმა თქვა, რომ თუ იგი ისევ შეხვდებოდა "ბარსელონას", ამ შემთხვევაში სმოლინგს პერსონალურად მესის წინააღმდეგ დააყენებდა.
კარაგერის თქმით, სმოლინგი უკვე მზადაა მიენიჭოს კაპიტნის სამკლაური, ვინაიდან იგი უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი.
"კრისი უკვე ბევრად თამამი გახდა მოედანზე, ცდილობს თითოეულ ფეხბურთელს მისცეს მინიშნება და როცა საჭირო იქნება საყვედურიც კი. უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი და საკმარისი პასუხისმგებლობაც გააჩნია."გარი ნევილმა ერთხელ ისაუბრა სმოლინგთან დაკავშირებით და მას იმედი აქვს, რომ კრისი და ფილ ჯონსი შეძლებენ თავისი პოტენციალის ბოლოდე გამოვლენას. ამასთან ერთად, იგი გაოცებულია სმოლინგის პროგრესით, რომელიც "მეიდსტოუნიდან" დაიწყო წლების წინ. კრისი მადლობელია ყველა მწვრთნელის, ვისთან ერთადაც უმუშავია. ამავ დროულად უოლკერიც ვერ მალავს თავის გრძნობებს და ამბობს, რომ ამაყობს მისი ყოფილი ფეხბურთელით.
"ვამაყობ იმით, რომ მან ჩემს გუნდში ითამაშა. იმედი მაქვს, რომ მასზე მცირედი გავლენა მაინც ვიქონიე და ჩემთვის სასიამოვნო იყო მასთან ერთად მუშაობა. წარმოუდგენელია, რამდენის მიღწევა შეძლო. მისი თავური არაჩვეულებრივია. დიდი პროგრესი განიცადა. მასზე უკეთესს პრემიერ ლიგაში ვერავის ვხედავ. კრისი არაჩვეულებრივად კითხულობს თამაშს და მისი ერთი-ერთზე თამაში შეუდარებელია".
ამის მიუხედავად, ყოფილი მწვრთნელი მაინც გამოყოფს მის დღევანდელ ნაკლს-
"იგი დღესაც მოიკოჭლებს ბურთთან. როდესაც მას თავს ესხმიან, იპოვის გამოსავალს, მაგრამ პასის გაკეთება მისი საქმე არ არის." ამის მიუხედავად, თქვენ უკვე კარგად იცნობთ კრის სმოლინგს და ვფიქრობ, რომ აქედანაც იპოვის გამოსავალს.
წყარო-
skysports