მედია ირწმუნება, რომ იასინ ბრაჰიმი "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სიაში შედის.
ლუი ვან გაალმა არ დამალა, რომ იანვარში სწრაფი ვინგერის შეძენა სურს, რადგან ჰოლანდიელის აზრით ხუან მატა და ჯესი ლინგარდი ასეთების რიცხვს არ განეკუთვნებიან.
პორტუგალიური გაზეთები იტყობინებიან, რომ "იუნაიტედი" ფლანგის პრობლემის მოსაგვარებლად "პორტუს" ვინგერ ბრაჰიმის განიხილავს და სკაუტები უკვე გაგზავნა მასზე დასაკვირვებლად.
25 წლის ბრაჰიმის "დრაკონების" რიგებში კარგი სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "ჩელსის" მცველ ბრანისლავ ივანოვიჩის წინააღმდეგაც დაამტკიცა.
ალჟირელის მოქმედი კონტრაქტის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 42.5 მლნ. ფუნტი იქნება, რამაც შეიძლება "იუნაიტედი" შეაფერხოს.
შეგახსენებთ, რომ ვან გაალი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად კიდევ ერთი ალჟირელის, ლიამ მაჰრეზის შეძენას აპირებს.