თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2015, 13:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2903,
კომენტარები: 6
ერერა ვან გაალთან ურთიერთობაზე საუბრობს
ანდერ ერერასა და ლუი ვან გაალის ურთიერთდამოკიდებულება.
ერერა ვან გაალთან ურთიერთობაზე საუბრობს
ანდერ ერერამ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ერერა "ოლდ ტრაფორდის" გულშემატკივართა ფავორიტია და ბილბაოს "ატლეტიკიდან" გადასვლის შემდეგ ხშირად ხვდება როგორც გუნდში, ისე სათადარიგოთა სკამზე.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ესპანელმა 3 გოლი გაიტანა. მაგრამ "მანჩესტერ სიტისა" და "კრისტალ პალასთან" ნათამაშები უგოლო ფრეების შემდეგ 26 წლის ნახევარმცველი ცსკა-სა და "ვესტ ბრომთან" სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ერერა აღნიშნავს, რომ ვან გაალი ძალიან მომთხოვნია, მაგრამ "იუნაიტედის" მწვრთნელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

"ძალიან მომთხოვნი ადამიანია, ძალიან პირდაპირი და მკაცრი, რასაც ძალიან ვაფასებ.

ყველა დანარჩენს შეიძლება რთული პიროვნება ჰგონია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი კაცია და კლუბისთვის საუკეთესო სურს.

პირადად მე, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვიცი, კლუბის ფარგლებს მიღმა ის რთული ადამიანი ჩანს, მაგრამ შიგნიდან ჩვენი გაუმჯობესებისთვის შესაფერისი კაცია",
- განაცხადა ანდერმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 ნოემბერი 2015 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გარედან როგორ ჩანს ამას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია შიგნით იყოს კარგი ატმოსფერო და დარწმუნებული ვარ ესეც არის, მაგრამ გაცილებით კარგი იქნება ერერა თუ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს...
0
№2
ავტორი: AkkRed
12 ნოემბერი 2015 14:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მთავარია შედეგი დადოს, მაინც დროებითია.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
12 ნოემბერი 2015 16:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ინტერვიუებზეც ეტყობა რა მასტიცაა, შანსს არ უშვებს ხელიდან რო ვინმე არ აკაჩაოს და გუნდში რა იქნება წარმომიდგენია winked
0
№4
ავტორი: Count Alucard
12 ნოემბერი 2015 17:04
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
პრობლემ ისაა, რომ ვან გაალი ფეხბურელებს მარტო პროფესიონალურად უდგება და ფერგი, როგორც მეგობარი ისე იყო მათთან.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
12 ნოემბერი 2015 19:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეგ კარგი მაგრამ დელ ბოსკე რას გიწუნებს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: red devil
14 ნოემბერი 2015 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა რა კარგი ფეხბურთელია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top