ხერარ პიკემ განაცხადა, რომ "იუნაიტედი" რიო ფერდინანდსა და ნემანია ვიდიჩთან კონკურენციაში უშანსოდ ყოფნის გამო დატოვა.
მცველი "ოლდ ტრაფორდზე" 2004 წელს "ნოუ კამპიდან" გადავიდა.
სანამ "ბარსელონაში" დაბრუნდებოდა, პიკემ "წითელი ეშმაკების" რიგებში 4 წელი გაატარა და 23 მატჩი ჩაატარა.
28 წლის მცველი აღნიშნავს, რომ მანჩესტერში ბედნიერი იყო.
პიკეს მიაჩნია, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ვიდიჩსა და ფერდინანდს ტრავმიანობის პრობლემები, რომლებიც ბოლო წლებში დაეწყოთ, ადრეც რომ ჰქონოდათ.
"როცა იქ ვთამაშობდი, რუდ ვან ნისტელროი, კრიშტიანუ რონალდუ, გიგზი, სქოულზი, როი კინიც იქ იყვნენ. 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ჩემპიონატიც მოვიგეთ. ძალიან, ძალიან კარგი გუნდი იყო.
ცენტრალური მცველები, რიო ფერდინანდი, ვიდიჩი. ძალიან უიღბლო ვიყავი. არასდროს იღებდნენ ტრავმას. შემდეგ წავედი და ტრავმები დაეწყოთ! ეს ფეხბურთია, მაგრამ არ ვდარდობ.
სიმართლეა, მანჩესტერში ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვერ ვთამაშობდი.
მაგრამ იმ დღეს, როცა "ბარსელონაში" გადავედი და უკან დავბრუნდი, ვიფიქრე: "ვაუ, ოცნებები ხდება". შემდეგ უამრავი ტიტული მოვიგეთ და სხვა ოცნებებიც ახდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ვთამაშობდი კლუბში, რომელსაც მთელი ცხოვრება ვქომაგობდი", - განაცხადა პიკემ.