თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2015, 12:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5699,
კომენტარები: 10
ხუთი საკითხი, რომელიც ვან გაალმა სანაკრებო შესვენებისას უნდა გადაწყვიტოს
ლუი ვან გაალს პრობლემებთან გამკლავება მოუწევს, თუ წარმატების მიღწევა სურს.
ხუთი საკითხი, რომელიც ვან გაალმა სანაკრებო შესვენებისას უნდა გადაწყვიტოს
უეინ რუნის ფორმა კვლავ განსახილველია

ლუი ვან გაალმა უეინ რუნი ცენტრფორვარდობიდან ნომერ ათზე გადაიყვანა, უკან ცენტრფორვარდად დააბრუნა, მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა და ახლა ისევ ნომერ ათზე ჰყავს, იმის იმედით, რომ მისი კაპიტანი ფორმაში ჩადგება.

მაგრამ ეს არ არის მისი პოზიცია, პრობლემაც სწორედ ეს არის. რუნი კარგად არ თამაშობს და ვან გაალს ამის აღიარება რაც შეიძლება მალე მოუწევს. "იუნაიტედის" მწვრთნელს წინა ხაზში ბევრი არჩევანი არ აქვს და პრობლემა უნდა აღმოაჩინოს, რათა ის გადაჭრას. რუნის ცუდი თამაში დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, თუ "იუნაიტედს" წარმატებული სეზონი სჭირდება.

ხუთი საკითხი, რომელიც ვან გაალმა სანაკრებო შესვენებისას უნდა გადაწყვიტოს


შანსების შექმნა

დაცვა იმდენად კარგად თამაშობს, რომ "იუნაიტედს" მხოლოდ ერთი გოლი ეყოფა მატჩის მოსაგებად. ეს კი უკვე იღბლის საქმეა, რადგან საკმარისი რაოდენობის შანსებს ვერ ქმნიან. ვერც ერთი გუნდი გამოიყენებს ყველა შანსს, რომელსაც ქმნის, მაგრამ ზოგიერთები ყველაზე მეტ შანსს ქმნიან და ყველაზე მეტი დარტყმა აქვთ.

"იუნაიტედს" ამ სეზონში კარისკენ 85 დარტყმა აქვს. შედარებისთვის, ლიდერმა "მანჩესტერ სიტიმ" 156-ჯერ დაარტყა, ცხრილის შუაში მყოფმა "უოტფორდმაც" კი 104-ჯერ დაარტყა.

ხუთი საკითხი, რომელიც ვან გაალმა სანაკრებო შესვენებისას უნდა გადაწყვიტოს


ბლინდი თუ ჯონსი

ვან გაალის დაცვითი ორგანიზებულობა იმდენად კარგია, რომ თავისუფლად შეუძლია თავისი უკანა ხაზის ოთხეულში ცვლილებების შეტანა. კრის სმოლინგი უდავოდ ძირითადშია, მაგრამ მას პარტნიორი სჭირდება.

დეილი ბლინდსა და ფილ ჯონსს შორის უპირატესობები და ნაკლოვანებებია. დეილი ბურთით უკეთ მოქმედებს და თამაშს უკეთ კითხულობს. ჯონსი უფრო სწრაფი და ძლიერია.

ვან გაალს მოსწონს გუნდის აშენება სიძლიერეზე და სხვა გუნდების სისუსტეზე და შეუძლია როტაცია გააგრძელოს მოწინააღმდეგის წინა ხაზზე დამოკიდებულებით. მაგრამ დიდი გუნდების წინააღმდეგ, "იუნაიტედმა" და სმოლინგმა სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ.

ხუთი საკითხი, რომელიც ვან გაალმა სანაკრებო შესვენებისას უნდა გადაწყვიტოს


მარჯვენა მცველი

კითხვები არსებობს ერთ ცენტრალურ მცველთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს მარჯვენა მცველთან დაკავშირებითაც. ვან გაალი არ ჰგავს მატეო დარმიანით სრულიად კმაყოფილს, თუმცა ის კვლავ პირველი არჩევანია.

რეზერვში ანტონიო ვალენსია და ეშლი იანგი ჰყავს, მაგრამ ორივე მათგანი ვინგერია და დაცვით ფუნქციებში სირთულეებს აწყდებიან. ვან გაალს იმედი ექნება, რომ დარმიანი იმავე ფორმას აღიდგენს, რასაც "იუნაიტედში" ჩატარებულ პირველ მატჩებში აჩვენებდა.

მაგრამ ეს რომ გააკეთოს, იტალიელმა უნდა აჩვენოს, რომ შობის გადატვირთულ გრაფიკს გაუმკლავდება - ასეთი რამ კი სერია A-ში არასდროს გამოუცდია.

ხუთი საკითხი, რომელიც ვან გაალმა სანაკრებო შესვენებისას უნდა გადაწყვიტოს


კრის სმოლინგის ფორმაში შენარჩუნება

კრის სმოლინგი "იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. თუ ასე გააგრძელებს და "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს, სმოლინგი აუცილებლად მიიღებს დიდ პირად ჯილდოს.

ზედიზედ 20 მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ჩატარება კარიერის ყველაზე გრძელი სერიაა მისთვის. მაგრამ წარსულში მას ტრავმები აწუხებდა და ვან გაალი უნდა დარწმუნდეს, რომ დასვენების საშუალებას მიიღებს, როცა შესაფერისი დრო მოვა.

ხუთი საკითხი, რომელიც ვან გაალმა სანაკრებო შესვენებისას უნდა გადაწყვიტოს


წყარო: M.E.N.
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 ნოემბერი 2015 15:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგის ტრავმა იქნება ამ გუნდისთვის ყველაზე დიდი დარტყმა ალბათ. უნდ ადაასვენოს ერთი თამაში და ეს სანაკრებო პაუზა მარტო მაგიტომ მაშინებს
0
№2
ავტორი: AkkRed
11 ნოემბერი 2015 15:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არასოდეს არ მეგონა, მაგრამ ახლა მეშინია სმოლინგი არ დაბრუნდეს სანაკრებო შესვენების შემდეგ დამტვრეული. მაშინ მართლა გაგვაღრვევენ მაჰრეზი და ვარდი.
0
№3
ავტორი: Wardell
11 ნოემბერი 2015 16:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვერ დავეთანხმები იმ აზრს რომ შეტევაში ბევრი ვარიანტი არ გვაქვს, როგორც მინიმუმ 3 სხვადასხვა განლაგება შეგვიძლია ავარჩიოთ სხვადასხვა მოთამაშეებით და ჩემი აზრით ერერა ერთ-ერთი მთავარი ძალა უნდა იყოს გუნდისთვის, არა იმიტომ რომ მე მომწონს უბრალოდ გასულმა სეზონმა დაგვანახა თუ რა შეუძლია ამ ესპანელს.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 ნოემბერი 2015 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველი პრობლემა ჩემი აზრით სმოლინგის შენარჩუნებაა და ამ კაცზე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ფორმაში იყოს. სმოლინგი თუ დაიმტვრა მერე ვეღარც შეტევა გვიშველის და ვეღარც შანსების შექმნა. იმედია ერთ ამხანაგურ მატჩს მაინც გამოატოვებინებს ჰოჯსონი თორე ესე მართლა არ შეიძლებაა რაა. რობოტი ხო არაა, ესეც ადამიანია და ადრე თუ გვიან მაინც იჩენს თავს მისი დაღლილობა თუ არ დაასვენეს.
0
№5
ავტორი: A.HERRERA
11 ნოემბერი 2015 18:16
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ვახო ( G G M U),
ვახო, ესეთ ფორმაში მყოფ სმოლინგს დაასვენებს როი ? შეიძლება ამხანაგურების გამო დაასვენეოს, მარა მაინც არ მგონია. საჭიროა ეგ კაცი ნაკრებისთვისაც, როგორც კლუბისთვის, მარა ტრამვა მეც მაშინებს, დაღლილობას კიდე არაუშავს.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
11 ნოემბერი 2015 19:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბლინდი თუ ჯონსი


ძალიან საინტერესოა, რომ კლუბში ამ ორი არჩევანის საშუალება გვაქვს და ვერ ვიტყოდი, რომ ლუი მას სწორად იყენებს. ჯონსი იქ და მაშინ არის, როცა ჯანმრთელია, ბლინდი კი მაშინ, როცა ჯონსი დამტვრეულია. აქედან გამომდინარე, ვერც იმას ვიტყვით, რომ ლუი მათ არასწორად იყენებს. არჩევანის საშუალება აქვს გუნდს, მაგრამ არა მწვრთნელს. ჯონსი ხშირად იღებს ტრავმებს და ეს უშლის ხელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: red devil
12 ნოემბერი 2015 05:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დროა სმოლინგმა დაისვენოს ასე არ შეიძლება ყველა თამაში ათამაშოს რაც შეეხება რუნის არ მინდა დავიჯერო რო მისი ფეხბურთი დამთავრდა
0
№8
ავტორი: Best 7
12 ნოემბერი 2015 23:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რუნი თუ ათამაშდა, აი მაშინ პრემიერ ლიგაც ჩვენი იქნება!
0
№9
ავტორი: deqstera
13 ნოემბერი 2015 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
სმოლინგის ტრავმა ნამდვილად არიქნება კატასტროფა, რადგან ჯონსს თავისუფლად შეუძლია მისი შეცვლა და მის მინუსებს კი ბლინდი თავისი ჭკვიანური თამაშით დააზღვევს!!

აი როხო კი ცენტრში ნაღდად არმევასება :D : D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top