"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, ანტონიო ვალენსიამ ტერფის ოპერაცია გაიკეთა, რომელიც გასული თვის დერბიში ტრავმის მიღების შემდეგ აუცილებელი გახდა.
30 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში საავადმყოფოს საწოლში გადაღებული ფოტო ატვირთა და ყველას აცნობა, რომ ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და ახლა რეაბილიტაციის პროცესს ელოდება.
ვალენსიამ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩში პირველ ტაიმში მიიღო ტრავმა, თუმცა მაინც თამაშობდა, სანამ მატეო დარმიანმა არ შეცვალა.
ანტონიომ სულ ახლახან გადაიტანა კიდევ ერთი ოპერაცია, რამაც ამერიკის თასზე თამაშის საშუალება არ მისცა.
ვალენსიას არ ყოფნაში ლუი ვან გაალი მარჯვენა მცველად მატეო დარმიანს ან ეშლი იანგს იყენებს და როგორც მოსალოდნელია, ასე გაგრძელდება მომდევნო მატჩებშიც, რადგან ეკვადორელი რამდენიმე კვირას გამოტოვებს.