"წითელი ეშმაკები" ლიდერთა შორის არიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდის მიხედვით ევროპის ტოპ-კლუბთა შორისაა.
სულ ცოტა სამი სეზონის განმავლობაში "იუნაიტედის" მიერ აღზრდილი 41 ფეხბურთელი თამაშობს ევროპის საუკეთესო 31 ჩემპიონატში და მათი ასაკი არანაკლებ თხუთმეტისა და არაუმეტეს 21 წლის არის.
ასეთ მონაცემებს აჩვენებს CIES საფეხბურთო ობსერვატორიის გამოკვლევები.
ე.წ. "კლუბში ნავარჯიშევი" 31 ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ჩემპიოანტში - ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი.
ეს მეხუთე საუკეთესო მაჩვენებელია ამავე ქვეყნების წარმომადგენელ კლუბებს შორის და "იუნაიტედი" მხოლოდ "ბარსელონას" (44), "ლიონსა" (35) და მადრიდის "რეალს" (31) ჩამორჩება.
"არსენალის" იგივე მაჩვენებელი 20-ს უტოლდება, რაც მე-11 საუკეთესო შედეგია "ნანტთან", "რეალ სოსიედადთან", "ვალენსიასთან", "მონაკოსთან", "ინტერსა" და მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად.
"არსენალის" 20 და "იუნაიტედის" 31 ფეხბურთელიდან 6 მოთამაშე კვლავ ირიცხება ამ ორი კლუბის რიგებში.
"იუნაიტედის" ექვსეულმა" კლუბის მიერ პრემიერ ლიგაში ჩატარებული სათამაშო დროის 39% ითამაშა, ხოლო "არსენალის" ექვსეულმა "მეთოფეთა" მიერ ჩატარებული სათამაშო დროის 35%.
კლუბში ნავარჯიშევმა ფეხბურთელებმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მატჩების სათამაშო დროის მხოლოდ 8% ითამაშეს.
წყარო:
M.E.N.