ბასტიან შვაინშტაიგერი გულშემატკივარს გამოცდილების ხარჯზე ამხნევებს.
ბასტიან შვაინშტაიგერს სჯერა, რომ ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" აუცილებლად მოიტანს წარმატებებს და "იუნაიტედს" ტიტულს მოაგებინებს.
2009 წელს, როცა ვან გაალი მიუნხენის "ბაიერნს" ჩაუდგა სათავეში, გერმანელი ნახევარმცველი უკვე ირიცხებოდა "რეკორდმაისტერთა" რიგებში.
ჰოლანდიელს ნამდვილად არ მოუგია ყველას გული, როცა "ალიანს არენაზე" მივიდა, მაგრამ კარლ-ჰაინც რუმენიგემ გულშემატკივარს შემდები შეტყობინება გაუგზავნა: "ყველასთვის ძვირფასი ადამიანის მოყვანა რომ გვდომოდა ჯორჯ კლუნის მოვიყვანდით".
"ალიანს არენაზე" არც ამ სიტყვების შემდეგ შეჰყვარებიათ ვან გაალი დაუყოვნებლივ, მაგრამ კლუნიც კი ვერ იქნებოდა ისეთი პოპულარული 2010 წელს, როცა გერმანელებმა სამშობლოში დუბლი გააკეთეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიაღწიეს.
შვაინშტაიგერი, რომელიც ვან გაალმა ნახევარმცველად აქცია, ფიქრობს, რომ ლუი "იუნაიტედსაც" მოუტანს ტიტულებს.
"აქაურ და "ბაიერნში" მომუშავე ვან გაალს შორის მსგავსებას ვამჩნევ. მიუნხენში, თუ გახსოვთ, დრო დასჭირდა, სანამ გუნდი დანამდვილებით გაიგებდა, როგორი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. მაგრამ ბოლოს ბუნდესლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაგვიყვანა.
მომთმენები უნდა იყოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავდროულად უნდა მოვიგოთ, შედეგები უნდა მიიღოთ და გოლები გაიტანოთ. ვფიქრობ, კარგად მივდივართ. გაუმჯობესება შეგვიძლია. მაგრამ გუნდური სულისკვეთება დიდებულია.
საქმე ოქტომბერსა და ნოემბერში არ არის, ყველაფერი მაისში გამოჩნდება. მახსოვს, გულშემატკივარს თავიდან მისი არ სჯეროდა, მაგრამ ბოლოს დუბლი გავაკეთეთ და ვან გაალი შეიყვარეს.
დარწმუნებული ვარ, "იუნაიტედს" წარმატებას მოუტანს. ამის მჯერა, მაგრამ ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ და გავუმჯობესდეთ. მჯერა, ასე მოხდება", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
წყარო:
M.E.N.