თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2015, 09:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4572,
კომენტარები: 7
უეინ რუნიმ ვრესტლერს საჯაროდ დაარტყა
"იუნაიტედის" კაპიტნის გამბედავი ქმედება თუ დადგმული შოუ.
უეინ რუნიმ ვრესტლერს საჯაროდ დაარტყა
ლუი ვან გაალი ამიერიდან ფრთხილად უნდა იყოს, უეინ რუნიმ "მანჩესტერ არენაზე" ორშაბათს ღამით ათასობით გულშემატკივრის წინაშე 6 ფუტისა და 7 ინჩის სიმაღლის ვრესტლინგის სუპერვარსკვლავი ერთი დარტყმით დასცა.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის კაპიტანი რაიან გიგზსა და ყოფილ თანაგუნდელ დარენ ფლეთჩერთან ერთად როუს შოუს დაესწრო.

ტრიო შეჯიბრების დაწყებამდე კულისებში შენიშნეს, როცა გასართობი ვრესტლინგის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონ ჯონ ბრედფილ ლეიფილდთან ერთად იღებდნენ სურათს.

უეინ რუნიმ ვრესტლერს საჯაროდ დაარტყა


უეინ რუნიმ ვრესტლერს საჯაროდ დაარტყა


უეინ რუნიმ ვრესტლერს საჯაროდ დაარტყა


მაგრამ საქმე მალე დარტყმამდე მივიდა, როცა რუნი მისი 6 წლის ვაჟთან, კაისთან ერთად მაყურებელთა შორის იმყოფებოდა.

ინგლისის ნაკრების რეკორდული რაოდენობის გოლების ავტორის შენიშვნის შემდეგ, მანჩესტერელმა ვრესტლერმა, უეიდ ბარეტმა 30 წლის თავდამსხმელის დამცირება ხალხის წინაშე სცადა.

ბეჰემოტ ბარეტი, რომელიც 35 წლისაა, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთან მივიდა და უთხრა: "ამ რინგზე ორი ვინმეა, რომელთა აღწერისას მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩემპიონები არიან. რომლებიც, რა თქმა უნდა, უეინ რუნი და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან".

შემდეგ ბარეტი, როცა რუნის უფროსი ვაჟი შენიშნა, პირადულსაც შეეხო.



"არ მინდა შენი პატარა ბიჭი აქ იჯდეს და უყუროს როგორ დავცემ მამამისს. რადგან ამას ისედაც ხედავს ყოველთვის, როცა მოედანზე ფეხს აბიჯებ".

ამან რუნი მოთმინებიდან გამოიყვანა, სკამიდან ადგა და ბარეტი ერთი დარტყმით ძირს დასცა. აღელვებულმა მანჩესტერლმა ხალხმა რუნის სახელის სკანდირება დაიწყო, როცა ბარეტი უკვე იატაკაზე იწვა. შემთხვევა - პროფესიონალური ვრესტლინგის თანახმად - რა თქმა უნდა, დადგმული იყო და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა თავისი როლი კარგად შეასრულა.

ბარეტმა შემდეგ "თვითერზე" დაწერა: "ხვალ დილით "ოლდ ტრაფორდზე" მივდივარ. იმედი მაქვს, უეინ რუნის გამბედაობა ეყოფა და შემხვდება". შემდეგ კი დაამატა: "ვინმეს ფილ ბარდსლის ნომერი ხომ არ გაქვთ?"



სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც რუნისა და ბარეტის ორთაბრძოლას ასახავს.

ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ნოემბერი 2015 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რას მასხარაობს ამხელა კაცი wink ისე ნელა დაარტყა ეტყობოდა რა თქმა უნდა, რომ დადაგმული იყო. მუშტი მაინც დაერტყა, მარა მუშტი რო დაერტყა მერე შეიძლება მართლა ეჩხუბათ lol
0
№2
ავტორი: AkkRed
10 ნოემბერი 2015 10:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეთ დებილურ შოუებს რატო დგავენ ვერ ვხდები, ამის ხიბლი ვერ დავიჭირე. უნიჭო მსახიოებები, უაზრო კადრები და საერთოდ რაღაც იდიოტიზმია, ტიპი ნაჯახს ურტყავს სიფათში და სისხლი არ მოსდის :დ.
0
№3
ავტორი: Mufc7
10 ნოემბერი 2015 11:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუუ lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Count Alucard
10 ნოემბერი 2015 15:36
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ასეთი სტილის დადგმებს ხშირად აკეთებენ ხოლმე ცნობილ ხალხთან lol 2 თვის წინ სტეფენ ამელი რინგზე ახტა და დაჟეჟა ერთერთი ვრესლერი lol
0
№5
ავტორი: GeorgeBest
10 ნოემბერი 2015 16:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დადგმულია იასნა მარა მაინც გაასწორა wink მაგარი კაცია, ისე რო რამე მართლა გაიწევდა wink
0
№6
ავტორი: RojoDiablo
10 ნოემბერი 2015 19:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა ნელი მოძრაობა იყო და ისე წააქცია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: The Special One
10 ნოემბერი 2015 22:55
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეე რუნი ატრაკებ და გიხარია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top