"მანჩესტერ იუნაიტედი" შეტევის ხაზს ესპანელით გააძლიერებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლის" თავდამსხმელით, აიოსე პერესით ინტერესდება და იანვარში მის შეძენას ეცდება.
პერესს "ტოტენჰემი" და "არსენალიც" აკვირდება, თუმცა "იუნაიტედი" მის შეძენასთან უფრო ახლოსაა და 22 წლის ფეხბურთელს გასულ წელს "ტენერიფედან" ინგლისში გადასვლის შემდეგ აკვირდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში შეტევის გაძლიერებას ეცდება და "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს აიოსე კარგ ვარიანტად მიაჩნიათ.
"იუნაიტედი" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ შეტევაში პრობლემებს განიცდის, რის გამოც ჰოლანდიელს ხშირად აკრიტიკებენ, ეს კი იანვარში თავდამსხმელის შეძენას აიძულებს.
თუ "იუნაიტედი" შესაფერის შეთავაზებას გააკეთებს, "ნიუკასლი" ფეხბურთელთან განშორების წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა "ჯორდების" ხელმძღვანელობამ საკუთარ თავს "რთული გამყიდველები" უწოდა, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს იაფად არ შეელევიან.
"ნიუკასლს" პერესის შეძენა 16 თვის წინ მხოლოდ 1.7 მლნ. ფუნტი დაუჯდა, როცა ფეხბურთელი ესპანეთის მეორე დივიზიონიდან შეიძინა.
22 წლის პერესი ლუი ვან გაალის 4-2-3-1 სისტემას ადვილად მოერგება, რადგან სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, როგორც ფლანგზე, ისე შუაში.
წყარო:
telegraph