თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2015, 15:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3291,
კომენტარები: 7
ბასტიანი: "იუნაიტედი" საქმეს გაიადვილებს"
ბასტიან შვაინშტაიგერი ფიქრობს, რომ გუნდის პროგრესი სახეზეა.
ბასტიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაცვითი სტილით მოთამაშე გუნდის გატეხვაში წარმატებას აღწევს, ფიქრობს ბასტიან შვაინშტაიგერი.

"იუნაიტედმა" "ვესტ ბრომვიჩს" პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში მხოლოდ მეორე ტაიმში გაუტანა გოლები და გერმანელ ნახევარმცველს მიაჩნია, რომ "წითლები" ჯერ კიდევ უნდა გაუმჯობესდნენ და გულშემატკივართა აღშფოთების ესმის.

"ვაცნობიერებ, რას ამბობენ ქომაგები, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არ არის.

სხვა სტილის გუნდებიც არსებობენ და ისინიც იგებენ ტიტულებს. თუმცა სახლში განსაკუთრებული ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და წინ წავიდეთ.

"ვესტ ბრომის" წინააღმდეგ თავდასხმაში კარგად ვითამაშეთ. როცა ეთამაშები გუნდს, რომელიც 10 კაცით იცავს თავს, სივრცის პოვნა რთულია. გასაუმჯობესებელი კიდევ არსებობს, მაგრამ გუნდების გატეხვაში ნამდვილად გავუმჯობესდით.

დაცვითი გუნდები მხოლოდ ინგლისს არ ახასიათებს. მიუნხენშიც იგივე იყო. რთული იყო, როცა მოწინააღმდეგე მძიმედ იცავდა თავს. ბოლოს "ბაიერნმა" "ფრანკფურტს" ფრე ეთამაშა, რადგან "ფრანკფურტი" თავს იცავდა.

ასე ხდება, მაგრამ პრობლემის გადაჭრა უნდა შეძლო და სწორედ აქ უნდა მივაღწიოთ პროგრესს, რათა საქმე გავიადვილოთ",
- განაცხადა შვაინშტაიგერმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
10 ნოემბერი 2015 15:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფეხბურთი არც მარტო უკან პასაობა არ არის. ვინს სთხოვთ სულ შეტევაში იყავითო? :/ კარში დარტყმა მოგვენატრა ხალხს
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ნოემბერი 2015 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დაცვითი გუნდების წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთულია, თუმცა როცა მანჩესტერის ფეხბურთელი ხარ ეს გამართლების მიზეზი ნამდვილად ვერ იქნება. ბურთის ჭერა კარგია, მაგრამ ეს უკეთესია მაშინ როცა იგებ და შესაბამისად მოწინააღმდეგეს ბურთს არ აძლევ.

ეხლა ემირატზე როცა თამაში იყო არსენალი-ბაიერნი, გერმანელებმა 600-ზე მეტი სწორი პასი გააკეთეს, მაგრამ 2-0 წააგეს. რა აზრი აქ ამდენ პასებს თუ თამაშს ვერ მოიგებ??? ასე რომ შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ ბურთი დავიჭიროთ.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
10 ნოემბერი 2015 19:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვიცით, რომ ლუი ძალიან გიყვარს და მხარს უჭერ, მაგრამ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის ამ სიტყვებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Count Alucard
10 ნოემბერი 2015 20:44
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ვაგორავებთ ტყუილად და ცოტა მომენტს ვქმნით, მაინც სასიამოვნოა, რომ არ ვუშვებთ გოლებს.
0
№5
ავტორი: A.HERRERA
10 ნოემბერი 2015 21:59
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ჩვენი შემტევების თამაში ნამდვილადაა არაა მოსაწონი,(თუ რამდენიმე მომენტს არ ჩავთვლით)რასაც ვერ ვიტყვით მცველებზე. ყველაზე სტაბილური, ჩვენდა გასაკვირვად და სმოლინგის დამსახურებით დღეს დაცვითი ხაზია.
0
№6
ავტორი: The Special One
10 ნოემბერი 2015 23:01
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
აი როგორ მახსოვს ახალი მოსულები რომ იყვნენ გუნდში ბასტი და მარსიალი როგორ ლაღად და თავისუფლად თამაშობდნენ სულ ცდილობდნენ რომ შეეტიათ,ეხლა კიდე მაინც თავის ჭკუაზე ათამაშებს ფილოსოფოსა ფეხბურთელებს თანაც ისეთებს რომლებსაც შეტევაში თამაში გამოსდით და მოსწონთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: redarmy10
11 ნოემბერი 2015 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
სანჩესზე წერენ გადმოდისო და თუგადმოვიდა შეტევაში იქნება რაღაც. ყოველ შემთხვევაში სვარკა მაინც არიქნება :)

თან არავინ თუარ წაგვართვა რეალმა როტაციის შესაძლებლობაც ექნება მწვრთნელს

თან არავინ თუარ წაგვართვა რეალმა როტაციის შესაძლებლობაც ექნება მწვრთნელს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top