ხუან მატა მადრიდში გამგზავრებამდე გულშემატკივარს ულოცავს.
სალამი ყველას,
ერთი კვირის წინ, ზედიზედ რამდენიმე ფრის შემდეგ, ორ გამარჯვებას ვითხოვდით და მივიღეთ, ამიტომ მადრიდში კარგ განწყობაზე მივდივარ. ჩვენთვის ძალიან კარგი კვირა გამოდგა. იმედიანად ვიყავით და სეზონის პირველი მეოთხედი კარგი პერსპექტივით დავასრულეთ.
გასაუმჯობესებელი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ კარგ პოზიციაზე ვართ, ჩვენს პრემიერ ლიგის კონკურენტებს მივუახლოვდით და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ.
პირველად, ბევრი ვიშრომეთ ცსკა-ს დასამარცხებლად. ჩვენი ჯგუფი ძალიან რთულია და ეს სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ორი მატჩი დაგვრჩა და იმედი გვაქვს, მომდევნო ეტაპზე გავალთ. ბედნიერი ვიყავი "ოლდ ტრაფორდზე" უეინ რუნის გვიანდელი გოლითა და გამარჯვებით.
ასევე, პოზიტიური დასკვნები უნდა გაგვეკეთებინა "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ მატჩში, გუნდის, რომელში მოთამაშე ყოფილმა თანაგუნდელებმა საქმე გაგვირთულეს. ჯესი ლინგარდის გოლმა გამარჯვებისკენ გზა გაგვიკვლია და გამიმართლა, რომ მოგვიანებით მეც გავიტანე. ეს გოლი პირველი იყო ჯესისთვის პირველ გუნდში და აქაც ვულოცავ.
ასე, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო შესვენებას კარგ ხასიათზე ვხვდებით, ვგრძნობთ, რომ კარგად ვმუშაობთ და ვრწმუნდებით, რომ ჩვენი თამაში უკეთესდება. გარდა ამისა, კიდევ ერთი მშრალი მატჩი ჩავატარეთ, ჩვენი დაცვის განწყობა ძალიან კარგია პრემიერ ლიგაში ზედიზედ ოთხი დაუმარცხებელი მატჩის შემდეგ.
სხვათაშორის, ხსოვნის დღეს წუთიერი დუმილი აბსოლუტურად შთამბეჭდავი იყო. სწორედ ამით არის ინგლისური ფეხბურთი რაღაც განსხვავებული.
ახლა გტოვებთ. მომდევნო შაბათს განსაკუთრებული მატჩი გვაქვს... გაერთიანებულ სამეფოში 5 წელია ვცხოვრობ და ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა. ფილი, კრისი, მაიკლი და უეინი - იმედი მაქვს, მოვიგებთ, მაგრამ უფრო მეტად იმედი მაქვს, რომ კარგ ფეხბურთს ვიხილავთ და თითოეული ჩვენგანი ისიამოვნებს ამით.
სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით.
ხუანი
წყარო:
manutd.com