ხუთი დასკვნა, რომელიც "შაშვებთან" მატჩში გამოჩნდა.
კერიკი და შვაინშტაიგერი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენპრემიერ ლიგით შეპყრობილი ნახევარმცველისა, რომელსაც თავის აქტივში ქვეყნის ხუთი ტიტული აქვს და მსოფლიო ჩემპიონის წყვილი, რომლის ტიტულებითაც პატარა ოთახს გაავსებ, ზღაპრულად ჟღერს, არა? არა. მაიკლ კერიკი და ბასტიან შვაინშტაიგერი შესანიშნავად ერგებიან მწვრთნელს, მაგრამ მოედანზე ერთად არ უნდა გამოვიდნენ. ფაქტი მეტყველებს, რომ ორი საყრდენი ნახევარმცველი ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს - მოწინააღმდეგის შეტევას აჩერებს. ან ერთმანეთს აწვდიან პასს. მატჩში ერთმანეთს ყველაზე მეტჯერ სწორედ მათ მიაწოდეს პასი: კერიკმა შვაინშტაიგერს 27-ჯერ, პირიქით - 22-ჯერ. მთელი მატჩის განმავლობაში კერიკმა 117 პასი გააკეთა, რომელთაგან 104 პასმა მიაღწია ადრესატამდე (88,9% სიზუსტე), შვაინის კი ეს მაჩვენებელი 98 და 84 აქვს შესაბამისად (85,7% სიზუსტე). თუმცა, თუ წინ და უკან გაკეთებულ პასებს ავიღებთ, კერიკმა 76-დან 65 ზუსტი გადაცემა გააკეთა, შვაინიმ კი 51-დან 38.
მოთმენა - ეს უპირატესობაა, როცა იგებ, ნაკლი, როცა ვერ იგებლუი ვან გაალის ამოუცნობი ფილოსოფია როგორც ჩანს, ძველ პრინციპს ეფუძნება - თუ ბურთი შენ გაქვს და ფლობისას მომთმენი ხარ, დიდი ალბათობით, მოიგებ. ეს სიმართლეს ჰგავს და მტკიცებულებებიც არსებობს, მაგრამ თუ შენი შეტევის ფეხბურთელები დარტყმას ინსტინქტურად ამჯობინებენ პასის გაკეთებას, გოლის გატანაში უამრავი პრობლემა შეგექმნება.
მიუხედავად ბურთის ფლობის 68,9%-სა იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც "ორი ავტობუსის ჩაყენებას" ამჯობინებენ, "იუნაიტედმა" კარისკენ 14-ჯერ დაარტყა, რომელთაგან მხოლოდ სამი წავიდა კარში. იმავე მეტოქესთან "წითელმა ეშმაკებმა" წინა სეზონში 26-ჯერ დაარტყეს (9-ჯერ კარში), მაგრამ 1-0 დამარცხდნენ. და ამას მივყავართ აზრამდე, რომ...
... უნდა დავაფასოთ "ნულზე" თამაშიშესაძლოა, "იუნაიტედი" რთულად იტანს გოლებს, მაგრამ კარის მშრალად შენახვა კარგი ჩვევაა. ამ წუთისთვის დე ხეას 400 წუთზე მეტია არ გაუშვია გოლი პრემიერ ლიგაში, "იუნაიტედის" მცველების მოქმედებებმა კი "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელებს კარისკენ მხოლოდ ოთხჯერ დარტყმის საშუალება მისცა, რომელთაგან განსაკუთრებით პრობლემატური არც ერთი იყო. საინტერესოა დავიდის ბურთთან შეხებების ხილვა. შესვენებამდე 20 პასი გააკეთა, რომელთაგან 17 მოკლე იყო, თანაც ყველა ზუსტი, რაც "იუნაიტედის" მხრიდან თავისუფალი სივრცეების ძიების მცდელობაზე თამაშზე მიანიშნებს. შესვენების შემდეგ, როცა "ვესტ ბრომვიჩმა" ბოლოს თავი დააღწია თავის გალიას, დე ხეამ მხოლოდ 11 პასი გააკეთა, ძირითადად გრძელი.
ჯესი ლინგარდი ნაპერწკალს იძლევაბოლო კვირებში ლინგარდი მემფის დეპაის კონკურენციას უგებს. გუნდში, რომელსაც შეტევაში სიმწვავე აკლია, ჯესიმ "ოლდ ტრაფორდი" ჰაერიდან თავისი დარტყმებით გაანათა, "ვესტ ბრომვიჩის" დაცვა შესვენებიდან 6 წუთში გატეხა და გოლი გაიტანა. და ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო ამ გოლს: ლინგარდი სტუმრებს ყველგან უქმნიდა პრობლემებს. მან, რუნისა და მატასთან ერთად ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ - 3, შეასრულა 27 ზუსტი გადაცემა 31-დან და მატჩში მონაწილე ყველა ფეხბურთელს შორის მეორე ადგილზე გავიდა მოწინააღმდეგის მოტყუებით - 6, რაც მეტია, ვიდრე მარსიალის. ფრანგის შესახებაც შეიძლება ვთქვათ, რომ...
...მარსიალისთვის აუცილებელია უფრო მეტი თავისუფალი სივრცე და რუნისთან ურთიერთგაგებალინგარდმა მარცხენა ფლანგზე ითამაშა, რადგან ვან გაალმა მარსიალი შეტევის ცენტრში გადაიყვანა, როგორც ამას გულშემატკივარი და ექსპერტები ითხოვდნენ. ენტონიმ დაბლა დაწეულ რუნისთან ერთად შეტევის გამწვავებაზე ითამაშა და ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ რაიმე სახის თავისუფალი სივრცის პოვნას, რადგან სტუმართა ნახევარმცველები ხშირად უჭერდნენ მხარს თავიანთ დაცვას.
მაგრამ მაშინაც კი, როცა "იუნაიტედი" თავისუფალი სივრცის შექმნას ახერხებდა, არ შეიძლება თავდამსხმელების კარგ ურთიერთგაგებაზე ვისაუბროთ. 82 წუთის განმავლობაში, სანამ კაპიტანს ანდერ ერერა არ შეცვლიდა, მარსიალის პასმა მხოლოდ სამჯერ იპოვნა რუნი, რუნის პასმა კი ერთხელ ფრანგი.
ალბათ, ტონი პიულისის დაცვითი სტილი საუკეთესო საშუალება არ არის ამ კავშირის შესაფასებლად, მარსიალი ხომ მაშინაა შესამჩნევი, როცა თავისუფალ სივრცეში შეჭრას ახერხებს. როცა რუნი შეცვალეს, "შაშვები" ანგარიშის გათანაბრებას ეცადნენ, მარსიალმა კი მაინც მოახერხა საჯარიმოში შეჭრა და პენალტის გამომუშავება, რომლის წყალობით მატამ ყოველგვარი კითხვა მოხსნა გამარჯვებულთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ფაქტი- პრემიერ ლიგაში ჯესი ლინგარდმა "იუნაიტედის" რიგებში პირველი გოლი გაიტანა.
- ლინგარდის ამ გოლამდე "იუნაიტედმა" საჯარიმოს გარედან ბოლოს 2014 წლის დეკემბერში გაიტანა (ხუან მატას გოლი "სტოკთან").
- მას შემდეგ, რაც "იუნაიტედში" მატა გადავიდა, პრემიერ ლიგაში კლუბის მიერ გატანილ გოლებში ყველაზე მეტჯერ მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა (30).
- ყველა ტურნირის მასშტაბით "იუნაიტედს" უკვე 555 წუთია არ გაუშვია გოლი.
- მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში კარი მშრალად უკვე მერვედ შეინახა, მთელ გასულ სეზონში კი 11-ჯერ.
- "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო 14 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო (10 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება).
წყარო:
fourfourtwo