"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაცხადა, რომ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა ფეხსაცმელების იტალიურ ბრენდთან HEROES S.R.L.
იტალიური კომპანია აწარმოებს ექსკლუზიურ ფეხსაცმელებს სპეციალურად მანჩესტერის ემბლემით. ასევე ცნობილი გახდა, რომ სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ყველა ოფიციალურ წვეულებაზე ზემოხსენებული ფირმის ფეხსაცმელებით გამოჩნდებიან.
ფეხსაცმელების შეძენა შესაძლებელია დღეიდან საიტზე www.shoptheheroes.com. კოლექციაში შედის განყოფილება: მამაკაცებისთვის, მანდილოსნებისთვის და ასევე ბავშვებისთვისაც.
"ჩვენი პარტნიორობა მანჩესტერთან ოცნების ახდენას ჰგავს. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთ უდიდეს გუნდთან მოგვიწევს მუშაობა,- აცხადებს ალფრედო დიაკოლი. " ეს კონტრაქტი ჩვენთვის პირველი გამოცდილებაა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა კარგ შედეგს გამოიწვევს."