"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერჯერობით არ ჩქარობს მარუან ფელაინისთვის ახალი კონტრაქტის შეთევაზებას.
27 წლის ბელგიელი 2013 წელს "ევერტონიდან" 28 მლნ. ფუნტად "იუნაიტედში" გადავიდა და მას შემდეგ მხოლოდ 32 შეხვედრა ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში.
მიუხედავად მატჩებში მისი იშვიათი მონაწილეობისა, ფელაინის კლუბთან თანამშრომლობის გახანგრძლვება სურს, მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კი 2018 წლამდე არის გათვლილი.
თუმცა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა არ ჩქარობს ფელაინისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებას.
კლუბთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ "იუნაიტედს" იმედი აქვს, ევროპოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებთან ერთად ასპარეზობის შემდეგ მარუანის სატრანსფერო ღირებულება გაიზრდება და ფეხბურთელის გაყიდვის შედეგად, რომელმაც ვერც დევიდ მოიესისა და ვერც ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ვერ მოახერხა თავის დამკვიდრება, დიდძალ თანხას გამოიმუშავებს.