თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2015, 08:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2167,
კომენტარები: 6
"წითლები" ნაკრებში
"წითელი ეშმაკები" ნაკრებებში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელი 13 და 17 ნოემბერს შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეს.

ინგლისის ნაკრებს თავის შემადგენლობაში ოთხი "წითელი ეშმაკი" ეყოლება - კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, მაიკლ კერიკი და უეინ რუნი. მათი პირველი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, რომელთა რიგებში დავიდ დე ხეა და ხუან მატაც ითამაშებენ.

ოთხი დღის შემდეგ ინგლისი "უემბლიზე" საფრანგეთს შეხვდება, სადაც რუნი და კომპანია ენტონი მარსიალსა და მორგან შნეიდერლინს დაუპირისპირდება, მანამდე კი ფრანგები გერმანიის ნაკრებსა და თანაგუნდელ ბასტიან შვაინშტაიგერს მიიღებენ "სტად დე ფრანსზე".

გერმანელები 17 ნოემბერს ჰანოვერში ჰოლანდიის ნაკრებს მიიღებენ, რომელთა რიგებში დეილი ბლინდი და მემფის დეპაი ითამაშებენ, რომლებიც მანამდე კარდიფში უელსს შეხვდებიან.

მარუან ფელაინი 13 ნოემბერს ბრიუსელში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ბელგიის შემადგენლობაში ითამაშებს, შემდეგ კი "კონინგ ბუდევინფნსტადიონზე" მატასა და დე ხეას ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. მატეო დარმიანი როგორც მოსალოდნელია იტალიელთა რიგებში ითამაშებს, რომლებიც ბელგიასთან დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე დღეში ბოლონიაში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარი მწვრთნელი მარტინ ო'ნილი იმედოვნებს, რომ პედი მაკნეირი კვლავ შეძლებს მის გუნდში თამაშს, როცა "უინდსორ პარკზე" ლატვიის ნაკრები ეწვევა, თუმცა მაკნეირი 23-კაციან განაცხადში ჯერ შეყვანილი არ არის.

ოკეანეთის მიდამოებში არგენტინის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიას "ეშტადიო მონუმენტალზე" დაუპირისპირდება, სადაც მარკოს როხო და მეკარე სერხიო რომერო მიიღებენ მონაწილეობას, მათი მომდევნო მეტოქე კი კოლუმბიიის ნაკრები იქნება ბარანკილაში.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ნოემბერი 2015 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საინტერესო ამხანაგური თამაშებია, მაგრამ ხომ შეიძლებოდა იმ კომუნისტ ულვაშას ამ ამხანაგურებში მაინც მიეცა შანსი ერერასთვის sad
0
№2
ავტორი: AkkRed
9 ნოემბერი 2015 11:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

მე მიხარია, რომ არ აძლევს, ნაკლები შანსია ტრამვიანობის და ეგ უფრო მიხარია, ვიდრე ის რომ მას ეპანეთის ნაკრებში გამოიძახებს. ნეტა რამდენი ცოცხალი კაცი დაგვიბრუნდება.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ნოემბერი 2015 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
მასე ეხლა არავინ არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში, იმის შიშით რო ტრამვას მიიღებს??? სადაური ლოგიკაა ეგ wink
კაცი იძახის ოცნებაა ნაკრებში თამაშიო და შენ კიდე მიხარია რო არ გამოიძახესო areyoukiddingme
0
№4
ავტორი: RojoDiablo
9 ნოემბერი 2015 14:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერერას არ აქვს იმდენად ხშირი სათააშო პრაქტიკა, რომ გამოიძახოს, მაგრამ ამხანაგურებში მართლა შეიძლებოდა. უბრალოდ არ მოსწონს როგორც ჩანს და ეგაა პრობლემა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2015 14:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ არ მევასება ეს სანაკრებო პაუზა. მარა ეს ამხანაგურები ჩვენთვის საინტერესო იქნება
0
№6
ავტორი: Mufc7
9 ნოემბერი 2015 17:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ერერას რატო მიჩაგრავს angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top