გუშინ პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა. მატჩის დასაწყისშივე მასპინძლები ბურთს დაეუფლნენ, სტუმრებს კი პირველივე წუთებიდან ყრუ დაცვაში გადასვლა მოუწიათ. პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა.
მანჩესტერელები 52-ე წუთზე დაწინაურდნენ. თავი ჯესი ლინგარდმა გამოიჩინა, რომელმაც შანსი არ დაუტოვა მეკარეს. ეს ახალაგზრდა ინგლისელისთვის სადებიუტო გოლი გახლდათ. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და რეალური მომენტიც შექმნეს. საიდო ბერაჰინოს თავით გატანა შეეძლო, მაგრამ კარში ვერ მოარტყა. შეხვედრას წერტილი ხუან მატამ დაუსვა, რომელმაც ენტონი მარსიალის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.
ვან გაალი გუნდი 12 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩში "წითელი ეშმაკები" "უოტფორდს" დაუპირისპირდებიან.
მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ბრომვიჩი 2:0
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-12 ტური გოლები: 1:0 ლინგარდი (52'), 2:0 მატა (91' პენ.) გაფრთხილებები: როხო – დოუსონი, რონდონი, ბრანტი გაძევება: მაკოლი (91') მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, იანგი (ჯონსი 62'), როხო (ბერთუიკ-ჯექსონი 76'), კერიკი, შვაინშტაიგერი, ლინგარდი, მატა, მარსიალი, რუნი (ერერა 82).