ლუი ვან გაალი აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევა ადნან იანუზაის დახმარებით გააძლიეროს, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსიაში" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.
Mirror-ი ირწმუნება, რომ "იუნაიტედში" სჯერათ, ბელგიელი "ოლდ ტრაფორდზე" უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს, ვიდრე გერმანულ გრანდში.
"იუნაიტედის" თავდასხმა ფლანგებზე პრობლემას განიცდის და ადნან იანუზაის უეინ რუნისა და ენტონი მარსიალისთვის ძალების დამატება შეუძლია.
Manchester Evening News-ი კი ამტკიცებს, რომ ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ბელგიელს 12 თვეს მისცემს თავის გამოსაჩენად და თუ იანუზაი ვან გაალის მოხიბლვას ვერ მოახერხებს, მაშინ სადიო მანეს შეიძენს.
იანუზაი ვან გაალის ფილოსოფიას ერგება, თუმცა საკითხავია, მოახერხებს თუ არა იგი პრობლემის გადაჭრას. თუმცა "იუნაიტედში" მიაჩნიათ, რომ "სიგნალ იდუნა პარკის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას სჯობს ბელგიელი "იუნაიტედში" დაბრუნდეს.